x
image
ინტერ-გოგონა
დიკა სალაყაია: თქვენ ხომ ქვეყნად აღარავის არ ჰგავხართ!!!!

თუ ერთხელაც უსამართლოდ უარგყვეს,

უსამართლოდ მოგიხურეს დარაბა,

არაუშავს თქვენ სიკეთით მოხატეთ-

ქვეყნის ყველასიცივე და ქარაგმა..

თუ ერთხელაც იეები ვერ მოგართვეს,

თუ სიყვარულს ვერ გიხსნიან გზადაგზა,

არაუშავს, თქვენ ღიმილი არიგეთ,

და დუმილებს უპასუხეთ ხმამაღლა...

თუ ერთხელაც უმიზეზოდ ატირდით,

დაიღალეთ და არ იცით რაღა ჰქნათ,

მათაში წადით.ისეირნეთ წვიმაში

და დაბრუნდით უფრო, უფროოო ლამაზად...

თუ ერთხელაც მარტო დარჩით თოვაში,

თუ არსაით წსასვლელიბ არა სჩანს,

ოცნებებიში დაუძახეთ- მობრძანდიით,

უმასპინძლეთ უსიტყვობას ყავასთან..

თუ ერთხელაც უმიზეზოდ გატკინეს,

თუ დარდები წამოგეტყოთ თვალთანაც,

თუ რარაცა არასწორად გაგიგეს,

არ იდარდოთ, გზა იპოვნის სამართალს.

თუ ერთხელაც შემოდგომა დაგიდგათ

თუ არავის ელოდებით ზამთარსაც-

თქვენ კედლებზე მზე აპრილად მოხატეთ,

გვირილები ჩამოკიდეთ ფარდაგად...

.....მერე?

მერეფართოდ გამოაღეთ ფანჯრები

და იმღერეთ ისე...ისეეე ხმამაღლა,

რომ ეგონოთ თუნდაც ერთი შეშლილი,

თქვენ ხომ ქვეყნად აღარავის არ ჰგავხართ!!!!

დიკა სალაყაია

image

მალე გაზაფხული დაუწყება,

მერე ნასესხებსაც გადავწერ,

ქვეყნად არასოდეს მინატრია-

ჩემო, მე შენს გარდა სხვა რამე...

იცი?

მთიდან მოვა ალბათ გაზაფხული,

მერე ენძელებსაც გადარევს,

ყველა გზა-სავალი აჭრელდება,

ერთად ვისეირნოთ დილამდე..

იცი?

ბავშვობანა მომენატრა,

თითქოს არც გავზრდილვარ აქამდე,

ყველა დარდისფერი საფიქრალი-

განზე გადავწიო, მაცადე!

-----------------

მოდი, ამ ერთხელაც დამაცადე,

სუნთქვა წამოვკრიბო აღმართზე

ყველა კალენდარი უნდა გადავწერო-

აპრილს ველოდები მაცადეთ...

დიკა სალაყაიაimage

ზოგჯერ შეიძლება უმიზეზოდ, უხმოდ მოიწყინო შენთვის,

ზოგჯერ შეიძლება გიხაროდეს -მცირეც თუ არა გაქვს ბევრი...

ზოგჯერ შეიძლება გატკინონ და ტკივილს უპასუხო თმენით,

ზოგჯერ შეიძლება შენც შეცდე და და მერე ამ შეცდომებს ხვდები...

ზოგჯერ შეიძლება ვარსკვლავს შეწვდე, ზოგჯერ დაენარცხო ქვევით,

ზოგჯერ შეიძლება არ უყვარდეთ, მაგრამ შენ გიყვარდეს სხვები!!!

ზოგჯერ შეიძლება წახვიდე და უცნობს შეაშველო ხელი,

ზოგჯერ შეიძლება ბარს მოსწყდე და ნახვამ გაგახაროს მთების..

ზოგჯერ შეიძლება სულ უბრალოდ მზესაც შეუცვალო ფერი,

ზოგჯერ შეიძლება უსაფუძვლოდ, სადმე გაგკიცხონ ან მეტიც...

ზოგჯერ შეიძლება შეშალოთ, ზოგჯერ ჩვენც გვეშლება ბევრი,

ზოგჯერ მიტევება გვიძნელდება, ზოგჯერ გვპატიობენ სხვები...

#ჩაისუნთებედნიერება

პ.ს უბრალოდ იცნობდეთ...

#დიკასალაყაია



2
109
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
109
  
2019, 2 თებერვალი, 17:02
პოზიტიურად წერს
2019, 2 თებერვალი, 17:02
მომწონს ეს გოგოო
0 1 2