x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგი ალექსიძე-მესხიშვილი: ჩვენი რელიგია დოგმატურია..რატომ ვაშენებთ აბსოლუტურად ერთნაირ ეკლესიებს მერამდენე საუკუნეა?“
image

ქართველი პროფესორი, მხატვარი და დეკორატორი გოგი -ალექსი მესხიშვილი შეხვედრა-ლექსიების ციკლში "თავისუფალი აზროვნება", რომელსაც კავკასიის კონოსკოლა და არტარეა წარმოგვიდგენს სტუდენტებისთვის, საუბრობს რელიგიაზე, არქიტექტურაზე, მართლმადიდებლურ დოგმებზე და თავისუფალ აზროვნებაზე:



"ჩვენ თუ ავიღებთ რელიგიას თავისთავად, ჩვენ ვარ ორთოდოქსიული რელიგიის წარმომადგენლები, არის კათოლიკური ეკლესია, როცა გაიყო რელიგია ორ შტოდ და მოხდა ამ ორი რელიგიის ორი მიმართულებით განვითარება, გადახედეთ კათოლიკური რელიგიის ხელოვნების მიღწევებს და გადახედეთ ჩვენი, ორთოდოქსიული რელიგიის მიღწევებს მეცნიერებაში, ან მხატვრობაში ან ხელოვნებაში ან ნებიმიერ დარგში, ჩვენ ვართ უფრო დოგმატიურები..იქ განვითარდა.... რომ ვთქვათ, მაგალითად ჯოტოდან დაიწყო და მივიდა მიქელანჯელომდე და მერე უფრო იქით..აშენდა არაჩვეულებრივი ტაძრები სულ სხვადასხვა ტიპის, იმიტომ, რომ დოგმა არ არსებობდა, იყო თავისუფლად მოაზროვნე ხალხი და იყო თავისუფლად მოაზროვნე მმართველები, იგივე გადავიდა შემდეგ საუკუნეებში...ჩვენ ვაშენებთ აბსოლუტურად ერთნაირ ეკლესიებს მერამდენე საუკუნეა, იგივე მოხატულობა, ფრესკებიც არის იგივე ორგანზომილებიანი და არავის მოუვა თავში რატომ ვაკეთებთ ამას..


როდესაც ვხედავთ რამხელა მიმართულებებია იმ განზომილებაში და ხელოვნებაში, იმიტომ რომ, როცა გადახედავ მე-20 საუკუნის საეკლესიო ხელოვნებას, იქ მატისას აქვთ მოხატული(ანრი მატისი-1869-1954), იქ რონშანი არსებობს(ნაგულისხმებია ნოტრ-დამ-დიუ-ოს ეკლესია)და ასე შემდეგ..ჩვენთან ეს ყველაფერი გახდა დოგმატური და ეს დოგმატიზმი ძალზე აჩერებს საზოგადოებას და ვერ ვითარდება, დოგმატიზმი აგრეთვე ავითარებს აბსოლუტურ ფანატიზმს, ფანატიზმისთვის ყოვლად მიუღებალი ყოველგვარი თავისუფალი აზროვნებაი, მიტომ რომ შენ თუ ამ დოგმაში ზიხარ, შენ ამ დოგმას უნდა გაყვე, არ უნდა დაარღვი, თორემ შენ არასწორი ხარ, ერის მტერი, ამის მტერი, იმის მტერი და ასე შემდეგ"-აღნიშნავს მესხიშვილი.






გოგი ალექსი მესხიშვილს ორმოცამდე სპექტაკლი აქვს გაფორმებული. საუკეთესო ნამუშევრებია: ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", კარლო გოცის "ქალი-გველი", უილიამ შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე", მოლიერის "დონ ჟუანი" და სხვები.


ამის გარდა იყო მხატვარი მხატვრული ფილმებისა:"ფეოლა(1970) "გლადიატორი"(1972) და "აშუღ-ყარიბი"(1980), არის საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურატი.ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში, ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობას. არის დართმუნდის კოლეჯის პროფესორი.

3
117
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
2019, 2 თებერვალი, 13:31
უფალს ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკობა არაფერში სჭირდება. დღეს ზოგი ტაძარი მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე სალოცავ ადგილს.
2019, 2 თებერვალი, 13:17
მაშინ მაგ პრინციპით ტაძარი(თავის მღვდლიანად) ოქროთი და ძვირფასი ტახტრევან-შანდალიან ჯვარ-ასხმულიან,ძვირფას ქვებით მოვარაყებულიანიც არ უნდა იყოს
2019, 2 თებერვალი, 13:13
იმიტომ, რომ ტაძარი არ არის ის ადგილი სადაც სამგანზომილებიანი მხატვრობით და ორიგინალური არქიტექტურით უნდა დატკბე. ტაძარი ის ადგილია, სადაც უნდა ილოცო.
0 1 3