x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაბა "აო დაი"-ვიეტნამის სიამაყე
image

კოსტიუმი - აო დაი (ან აო ზაი)ვიეტნამის სიამაყეა, რომელიც ქალის სინაზეს, სინატიფეს და გრაციოზულობას უსვამს ხაზს. მისი წარმოშობის ისტორია ბოლომდე დაუდგენელია, ყოველ შემთხვევაში, უძველეს ნკოლგუს ბრინჯაოს დაფდაფებზე ნახატების მიხედვით აო დაის ამზადებდნენ ცხოველების ტყავისგან და ფრინველთა ბუმბულისგან დები ჩინგების დინასტიის დროს(ჩ.წ.-ით 38-42 წლები), რომელიც შედგებოდა ორი და ოთხი წყებისგან, რაც მშობლებისადმი პატივისცემის სიმბოლო იყო. ქალები, რომლებიც ოთხწყებიან კაბას ატარებდნენ(აოტიტხანი), ნიშნავდა, რომ საკუთარი მშობლებთან ერთად მეუღლის მშობლებსაც პატივს სცემდნენ.

image

თუმცა აო დაის ფუძემდებლად მაინც ითვლება თავადი ვი ვიონგი(ნგუენ ფხუკ კხოანი-1738—1765). ამ დროს კაბაში მოხდა ცვლილებები უკვე 5 წყებით, მეხუთე უკვე აღნიშნავდა საკუთრივ მფლობელს, ხოლო კაბაზე მიკერებულ 5 ღილს ფილოსოფიური დატვირთვა ჰქონდა, რაც ნიშნავდა სიკეთეს, თავაზიანობას, სულგრძელობას, ჭკუას და ერთგულებას.



აო დაის ფასონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, რა დროსაც კაბაში იყენებდნენ სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვან ქსოვილებს. ყველაზე სერიოზული იყო მხატვარი ლე მურის(ნამდვილი გვარი ნჰუენ კატ ტიონგი) ნამუშევრები, სადაც იგრძნობოდა ევროპული კულტურის ზეგავლენაც, 1934 წელს ჟურნალმა "სილამაზემ" მოაწყო მის მიერ დამზადებული კაბების სახალხო ჩვენება, ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას კიდევ ერთი მხატვარი ლე ფო.


image

აო დაისთვის დამახასიათებელია მაღალი საყელო, ძირითადად ორი წყებით, ჩაკერებული აბრეშუმით და ბადით, ჩვეულებრივად გაწყობილია ყვავილების გამოსახულებით, ორნამენტებით ან რაიმე სიუჟეტით, აო დაი ფართო შარვლით და ნაციონალური შლაპა ნონით არის თანამედროვე ვიეტნამის სიმბოლო .

image

ქალები აო დაის იცვამენ ძირითადად საზეიმო ღონისძიებებზე, ეს იქნება ახალ წელი, ქორწილები თუ ბანკეტები. აქვე არის განსაზღვული ფერიც და შესაბამისად, ქალის ასაკიც.


მაგალითად, ქორწილებში ძირითადად წითელი ფერის კაბა აცვიათ, რაც მათი ტრადიციის მიხედვით ბედნიერების და წარმატების სიმბოლოა, ხოლო თეთრი ფერის აო დაი ძირითადად სკოლის მოწაფეების დამამთავრებელი კლასების და სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული.

image

აღსანიშნავია, რომ აი დაის მამაკაცებიც ატარებენ, როგორც სააღლუმე კოსტიუმს, მაგალითად, 2006 წელს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური საბჭოს სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს აო დაის კაბები ჩააცვეს.

image

აო დაი არცთუ იაფი სიამოვნებაა, კაბის ოფიციალურ საიტზე მისი ფასი 200 აშშ დოლარიდან 400 დოლარამდე მერყეობს.

image

image

image

image

image

image

image

image



image

image

0
197
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0