x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მხოლოდ 1 კილოგრამი ჩირი... და არც სურდო, არც გრიპი

ვიტამინების ამ ნაზავს «უკვდავების» ელექსირს, «ჰიპოკრატეს პასტას» და «ვიტამინების ბომბსაც» უწოდებენ და რეცეპტის არაერთი ვარიანტი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტებში ინგრედიენტების შემადგენლობა და პროპორციები განსხვავებულია, მაინც ყველა ერთნაირად სასარგებლოა!

«უკვდავების» ელექსირი არა მარტო აძლიერებს იმუნიტეტს, სიცოცხლესაც ახანგრძლივებს, მინიმუმ, 10-12 წლით. ვიტამინების ეს ნაზავი ორგანიზმზე დადებითად, მასში შემავალი ნატურალური პროდუქტების წყალობით მოქმედებს და კიდევ იმიტომ, რომ არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა საკვებ დანამატებს.


image


რა თქმა უნდა, აფთიაქში ყოველთვის შეიძლება ორგანიზმის გასაძლიერებელი საშუალებების შეძენა, მაგრამ, ჯერ ერთი – ის ძალიან ძვირი შეიძლება იყოს და ამასთან, მისი შემადგენლობის დეტალურად გაცნობის საშუალება არ გვექნება. ამიტომ, უფრო გონივრულია, თუ ორგანიზმის ფუნქციების აღმდგენ საშუალებას, სახლის პირობებში, საკუთარი ხელით მოვამზადებთ. ამასთან, აფთიაქში შეძენილი პრეპარატისგან განსხვავებით, მისი შენახვა განუსაზღვრელი დროით შეიძლება. ხოლო, ვიტამინების და მიკროელემენტების შემცველობით, შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტოა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეცეპტები განსხვავებულია. მაგ., «ჰიპოკრატეს პასტის» მოსამზადებლად, ჩირი და ნიგოზი 3-3 წილი უნდა იყოს, თაფლი – 1 წილი. ხოლო, აქ შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლითაც თავად ვსარგებლობ და არაერთგზის არის აპრობირებული. მისი გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს (ბავშვებს, – 3 წლიდან, უფრო ადრეულ ასაკში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით) შეუძლია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის პოსტოპერაციულ პერიოდშია, ან ხანგრძლივი დიეტის გამოა დასუსტებული. ჩირის პასტა სასარგებლოა გულ-სისხლძართვთა სისტემისთვისაც.


ინგრედიენტები:


ქიშმიში – 200 გრ.

კურაგა – 200 გრ..


ლეღვის ჩირი – 200 გრ.

ქლიავის ჩირი (უკურკო) – 200 გრ.

ლიმონი (დიდი) – 2 ცალი

ნიგოზი – 200 გრ.

ნუში –200 გრ.

თაფლი (თხევადი) – 200 გრ.


მომზადების და მიღების წესი:


I. გარეცხეთ ჩირი კარგად ცივი წყლით > მოათავსეთ თუშფალანგში და გადაავლეთ მდუღარე წყალი > შემდეგ ისევ ცივი > თუშფალანგში ან დიდ თასში ჩაფინეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცი და გაშალეთ ჩირი 1 ფენად > ასე გააჩერეთ იქამდე, ვიდრე კარგად არ გაშრება (შეგიძლიათ ჩირი გარეცხოთ და «წამალი» II დღეს მოამზადოთ).

II. გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში ყველა ინგრედიენტი, ლიმონის და თაფლის გარდა > გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაამატეთ გატარებულ ჩირს და ნიგოზს > დაამატეთ თაფლი, კოვზით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და დააბლენდერეთ.

II. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში > თავზე ჰერმეტულად დაახურეთ > შეინახეთ მაცივარში.

შენიშვნა: რეცეპტში მოცემული ინგრედიენტებირაოდენობით, 1 კგ-ზე მეტი პასტა გამოდის და ამიტომ, 2 ლ. ქილა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მას, სახურავის ნაცვლად, სამზარეულოს აპკი გადააკრათ და მაცივარში ისე შეინახოთ.


image


მიღების წესი: 1 ს.კ. – უზმოზე და 1 ს. კ. ძილის წინ (ჭამამდე და ჭამის შემდეგ, მინიმუმ 30 წთ-ით ადრე და გვიან. გაითვალისწინეთ, რომ დროის ეს ინტერვალი დაცული უნდა იყოს კბილის პასტასთან მიმართებაშიც) როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით.

ბავშვებისთვის, 3 წლის ასაკიდან, რეკომენდებული დოზაა: 1 ჩ. კ. – დღეში 2-ჯერ.

მიღების ხანგრძლივობა 6 თვე, წლის ცივ სეზონზე, – ოქტომბრიდან – მარტის ჩათვლით.


უკუჩვენება: ნატურალური ვიტამინების ნაზავის ერთადერთი უკუჩვენება — რეცეპტში შემავალი კომპონენტებისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობაა. მაგ., ნიგოზი, ლიმონი და თაფლი ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* სურდოს და გრიპის პროფილაქტიკა ნივრით (+ «ანტისურდო თილისმა» ბავშვებისთვის)
* ხველის მკურნალობა წამლის გარეშე (17 რეცეპტი) და ჯადოსნური წვეთები ჰაიმორიტის დასამარცხებლად
* ვირუსების და ბაქტერიების «ბინადრობის» ყველაზე გავრცელებული ადგილები – «ვინც გაფრთხილებულია, ის გადარჩენილია!»

3
1263
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1263
  
2019, 4 თებერვალი, 11:30
მასე მთლიანობაში ჩურჩხელა მიყვარს))))
2019, 4 თებერვალი, 11:19
ყველაფერი ერთად ბევრად უფრო გემრიელია, ვიდრე ერთ რომელიმე :)
2019, 4 თებერვალი, 11:15
ფოტოზე რაც ალაგია, ცალკ-ცალკე ყველა მიყვარს)
0 1 3