x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დასახელდა უმდიდრესი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში
image
ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტის (ილინოისის შტატი) გალერეაში წარმოადგინეს შუა საუკუნეების ხელნაწერის კატალონური ატლასის რეპროდქცია, რომელიც მეცნიერთა აზრით, ისტორიის ყველაზე მდიდარ ადამიანს ასახავს. ამის შესახებ იუწყება პორტალი Live Science."

რუკა შეიქმნა 1375 წელს ხმელთაშუაზღვის კუნძულ მალორკაზე, რომელიც ახლა ესპანეთის ნაწილია. სავაჭრო მარშრუტების გზაჯვარედინზე კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია დასავლეთ აფრიკის მეფე მანსა მუსა, ხელში ოქროს მონეტით.

მანსა მუსა მე-9 საუკუნის პირველ ნახევარში 30 წელი მართავდა მალის შუასაუკუნეების სახელმწიფოს. საგამოფენო კურატორი ქეთლინ ბიკფორდ ბერზოკის აზრით, მუსა სრულად აკონტროლებდა ოქროს მოპოვებას რეგიონში. ამ ადგილებზე ყველაზე მეტად კეთილშობილური და სუფთა ლითონი იყო რეგიონში და შესაბამისად, ყველაზე სასურველი ბაზარზე.

"ძნელი წარმოსადგენია, რომ დღევანდელ დღეს შედარებით მაინც ვინმეს ჰქონდეს ასეთი სიმდიდრე." - თქვა ბერზოკმა.


მე-9 საუკუნეში ოქრო გამოყენებული იყო ფულის ნიშნის, დინარის დასამზადებლად, რომელიც მაშინ დომინანტური ვალუტა იყო. იმ პერიოდის დროინდელი არაბული ტექსტების შინაარსი ადასტურებს, რომ მონეტები მზადდებოდა ოქროსგან, რომელიც მუსას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო მოპოვებული.

0
369
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0