x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზესტაფონში ძმამ ძმა მოკლა
image

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში ძმამ ძმა მოკლა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.



როგორც გამოძიებამ დაადგინა, 1 თებერვალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ ეზოში 32 წლის წარსულში ნასამართლევმა გ.ფ.-მ გადაჭრილი სანადირო თოფით მოკლა საკუთარი ძმა, 25 წლის დ.ფ.-ს რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იქვე სოფელ მარტოთუბანში დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


0
285
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0