x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სენსაციური ვიდეო: ლეოპარდმა პატარა მაიმუნი იშვილა
ლეოპარდი და პატარა მაიმუნი

ზოგიერთები ამბობენ, ბუნება უმოწყალოაო, ზოგიერთებს კი მტაცებელი ცხოველები პროტეინებზე მონადირე ბიოლოგიურ რობოტებად წარმოუდგენიათ, რომლებიც ყველაფერს განურჩევლად ნთქავენ.


სინამდვილეში კი რა ხდება?


სინამდვილეში გვიჯობს, ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცოდნა გარემომცველი სამყაროს შესახებ ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია და ამ მხრივ არც ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილი, ცხოველთა სამეფო წარმოადგენს გამონაკლისს.



ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მსგავს რაღაცას ერთხელ მაინც გაივლებდნენ გონებაში ნატურალისტები დერეკი და ბევერლი ჟუბერი, როცა ვიდეოფირზე ამ გამაოგნებელ სცენას აღბეჭდავდნენ: ლეოპარდი კლავს დედალ პავიანს და ხეზე მიათრევს. შემდეგ კი ხდება რაღაც გასაოცარი, სულის შემძვრელი და წარმოუდგენელი: მტაცებელი პოულობს პატარა პავიანს, რომელიც უმწეო კრუსუნით ებღაუჭება მკვდარი დედის ფეხს.

ლეოპარდი და პატარა მაიმუნი 2ოდნავ მოგვიანებით, ლეოპარდი, რომელიც მდედრობითი სქესისაა, უახლოვდება პატარა მაიმუნს, მაგრამ ნაცვლად იმისა, პატარა პრიმატი საკუთარი დედის გზას გაუყოლოს, გასაოცარ მზრუნველობას იჩენს მარტო დარჩენილი უმწეო არსების მიმართ.

ლეოპარდი და პატარა მაიმუნი 3დერეკმა და ბევერლი ჟუბერმა ამ ვიდეოს მეშვეობით უამრავი ჯილდო მოიპოვეს. ისინი უკვე 30 წელია, რაც აფრიკის ველურ ბუნებას იკვლევენ.


იხილეთ ვიდეო

0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0