x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა აკავშირებს "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრ თიკო ბერძენიშვილს "მეალომანიასთან"? ეს მგონი არავინ იცოდა!
image


ქართული სატელევიზიო სივრცე მუსიკალური გადაცემებით დღეს ძალიან განებივრებულია, თუმცა იყო დრო, როცა ეთერში გასართობი გადაცემები ნაკლებად გადიოდა.

90-იანი წლების თაობის ახალგაზრდების საყვარელი გადაცემა "მეალომანია" იყო, მუსიკალურ გადაცემას უფრო მიმზიდველს ხდიდა ანიმაციური წამყვანი მეა, რომელიც მაყურებელს კვირაში ერთხელ მუსიკალურ სიახლეებს აწვდიდა.

მეა გაიზარდა და მისი ცხოვრება ისევ მუსიკის და ტელევიზიის გარშემო ტრიალებს, თუმცა ახლა არა როგორც ტელეწამყვანი.


image


"საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიმ, ზაზა შენგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"მე და Tinatin Berdzenishvili, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად შოკოლადს მივირთმევთ და ასე ვერთობით ხოლმე სარეკლამო ჭრების დროს ''საქართველოს ვარსკვლავში". ბევრი, ვინც თიკოს არ იცნობს, ძალიან მოსწონთ და მეკითხებიან - საიდან იცის ამ ახალგაზრდა ლამაზმა ქალბატონმა ასე კარგად მუსიკა?



ვპასუხობ: ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელად ვმუშაობდი კოკა ყანდიაშვილთან ერთად, -ის სტუდია ''აუდიენციასთან ერთად ვაკეთებდით პირველ სატელევიზიო მუსიკალურ ჩარტებს, პროგრამაში ''მეალომანია'', სადაც წამყვანი იყო მულტიპლიკაციური და მას სახელად ერქვა მეა....


image


სწორედ თიკო ახმოვანებდა და ''აცოცხლებდა'' ეკრანზე მეას და პროგრამაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ასე რომ, თიკო პირველი ქართული მუსიკალური ჩარტების და ჰიტ-პარადების წამყვანი იყო ჯერ კიდევ 20 წლის წინ, თუმცა ის მაშინ ძალიან ძალიან პატარა იყო ასაკით.



1
305
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
305
  
2019, 1 თებერვალი, 20:12
ჩემი ფსევდო-სახელიც სწორედ რომ თიკოს დამსახურებაა, მეას ერთგული მსმენელი ვიყავი ყოველთვის :)
0 1 1