x
ოლეგ დერიპასკას ფირმებს სანქციები მოუხსნეს - ვინ არის დაინტერესებული რუსეთსა და ამერიკას შორის გარიგებით?

image

გასული წლის 6 აპრილს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. ახალი სანქციების გახმაურებას შედეგი მალევე მოჰყვა და რუსეთის საფონდო ბირჟების რყევა გამოიწვია. სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაზეც მაშინდელი Bloomberg
Billionaires Index-ის რეიტინგი მეტყველებს.

სანქციების გაფართოებას მოჰყვა ხმამაღალი განცხადებები იმაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკამოდ ხისტი პოლიტიკოსია, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობებზეც ისახება. გაჩნდა მოლოდინები, რომ ამერიკული სანქციების შედეგად აღნიშნული რუსი მილიარდერების მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდებოდა, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის.

და მიუხედავადამ მკაცრი სანქციებისა და მუქარებისა, გასული წლის 19 დეკემბერს მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ოლეგ დერიპასკას, მის ფირმებსა და შეერთებულ შტატების ხაზინის დეპარტამენტს შორის. 19 დეკემბერს Reuters- ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატების საზღვარგარეთის აქტივების კონტროლის სამმართველოსა (შტატების ხაზინის დეპარტამენტის განყოფილება, რომელსაც ევალება ფინანსური დაზვერვის საკითხები, ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების დაწესება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე) და დერიპასკას კომპანიებს, Rusal-სა და En+ Group-ს შორის შეთანხმებას მალე მიაღწევდნენ.

საბოლოო შეთანხმებას ორმა მხარემ 28 იანვარს მიაღწია და ოლეგ დერიპასკას ფირმებს Rusal-ს, En+ Group-სა და JSC EuroSibEnergo-ს სანქციები მოუხსნეს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პირადად დერიპასკასთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩა.

რატომ მოხდა, რომ რუსეთისთვის აპრილში სანქციების გაფართოებაზე ინფორმაციას საერთაშორისო გამოძახილი მოჰყვა, აღნიშნული შეთანხმება კი პრაქტიკულად ყურადღების მიღმა დარჩა? წაიკითხეთ ვრცლად
0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0