x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ბევრი შესაძლებლობა ექნებათ
image


მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში პლანეტების გარკვეული დაძაბულობა მოსალოდნელია, თვის დიდი ნაწილი წარმატებას მომტანი იქნება.

თუ საკუთარი თავი ქვემოთ ჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებში იპოვეთ, დარწმუნებული იყავი: მოსალოდნელი მოვლენებისა და შესაძლებლობიდან მაქსიმუმის მიღებას შეძლებთ.


თხის რქა

თქვენს ნიშანს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა ესტუმრება, ამიტომ თებერვალი გარეგნობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი პერიოდი იქნება. ვენერა მომხიბვლელობას შეგმატებთ და საპირისპირო სქესის ყურადღების მიპყრობას შეძლებთ. ასე რომ, თუ გეგმაში ახალი ნაცნობობა გაქვთ, შესაძლებლობა გამოიყენეთ.


კარგი იქნება თუ სილამაზის სალონებს ესტუმრებით, მანიკიურზე ჩაეწერებით, სოციალურ ქსელში უფრო მეტ სურათებს გააზიარებთ. ამით მხოლოდ მოიგებთ! თუ თქვენ საჯარო პროფესია გაქვთ, ან ხალხთან ხშირი ურთიერთობა გიწევთ, თქვენ ბევრი კლიენტი და მკითხველი გეყოლებათ.

უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუ: გარეგნობას მეტ ყურადღებას დაუთმოთ, ხალხთან ურთიერთობისთვის ღია იქნებით, საკუთარი თავისთვის ახალ ნივთს შეიძენთ.


კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელს პირადი ცხოვრების დალაგების შესაძლებლობა აქვს. მაშინაც კი, თუ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები იქნება, დარწმუნებული იყავით, რომ ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ: პირველ რიგში, გაიგებთ, თუ რა არ მოგწონთ და ამის თქმას შეძლებთ, მეორე მხრივ, იმ სუსტ მხარეებს დაინახავთ, რომლებზეც მუშაობა ღირს.

ჩხუბის და კამათის შემდეგ მშვიდობა დაისადგურებს და თავად კამათიც ძალიან სერიოზული არ იქნება. ამ თვეში ნებისმიერი ახალი ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, თუ: ინიციატივას გამოხატავთ და ზღვაზე ამინდის ცვლილებას არ დაელოდებით.


თევზები

თვის პირველ ნახევარში თევზებს შეიძლება მცირე ფინანსური კრიზისი ჰქონდეთ: მაშინაც კი, თუ თვის დასაწყისში მოგებას ნახავთ, ის ვალების გასასტუმრებლად დაგჭირდებათ, ან რაღაც გაუთვალისწინებელი საკითხის გადასაჭრელად. ამაზე დიდად ნერვიულობა არ ღირს: უკვე თვის ბოლოს ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ.

დროებითი სირთულე მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ: ეს შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისკენ გიბიძგებთ ან სამსახურის სტილის შეცვლა მოგინდებათ. მოიშორებთ ყველაფერს, რაც გაფერხებთ და დატოვებთ მხოლოდ იმას, რაც ფულს მოგიტანთ.

უფრო მეტი შესაძლებლობები გექნებათ, თუ: ფულის ხელში ჩავარდნას არ დაელოდებით და ახალი შესაძლებლობების ძიებას უკვე თვის დასაწყისში დაიწყებთ.


კურო

თქვენი ფიქრები ამ მომენტში რაღაც სამსახურეობრივ მომენტებს, ქაღალდებს და მნიშვნელოვან საქმიან კონტაქტებს უტრიალებს. 2019 წლის თებერვალში ნაცნობების წრის გაფართოების შანსი გაქვთ, საიდანაც თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის მოგების ნახვას შეძლებთ.

დასვენებისა და გართობისთვის ბევრი დრო გექნებათ და შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. ამიტომ თუ მოგზაურობას დიდი ხნის წინ გეგმავდით ან გარემოს ოდნავ შეცვლა გსურთ, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გაისეირნეთ, ან მეზობელ ქალაქში თამამად გაემგზავრეთ. 20-22 თებერვალი დაძაბული დღეები იქნება და ფრთხილად იყავით.

უფრო მეტი შესაძლებლობები გექნებათ, თუ: თებერვლის თვეს დაგეგმავთ, დაძაბული სამუშაოსა და სრულყოფილი დასვენებისთვის დროს გამოყოფთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ტოპ 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უნდა უფრთხილდეთ?


6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ და ადამიანებს წიგნივით კითხულობენ


ზოდიაქოს ყველაზე ცუდი ნიშანი ასტროლოგების აზრით


მხოლოდ 2 ტიპის ადამიანი არსებობს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. თქვენ რომელს მიეკუთვნებით?


5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ


რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რომელ ასაკში იპოვით ნამდვილ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


რა არ უყვართ ადამიანებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს?


3 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცებს შორის, რომლებიც სერიოზული ურთიერთობისთვის პრაქტიკულად არ გამოგადგებათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
586
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0