x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
სამძიმარი საქართველოს მსოფლიოსგან, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ

ღრმა მწუხარებით ვუერთდებით ქართველი ხალხის ტრაგედიას. თეატრალური საზოგადოების და მთელი სომეხი ხალხის სახელით გამოვხატავთ გულწრფელ თანაგრძნობას. გამხნევდით.

ერევანი, სომხეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირის გამგეობა

image

მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა თქვენი უდანაშაულო თანამემამულეების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. არად თქვენი ერთგული ეჩმიაძინელები

image

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს: თუ შეიძლება, გადაეცით თქვენს კოლეგებს და სტუმრებს, რომ ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას.

ლუიჯი მეგაროტო, იტალია

23 აპრილს ვილნიუსში შედგა ჩვენთან, დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სანქცირებული სამგლოვიარო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 10 000 ზე მეტი კაცი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნოდარ ამაღლობელს: გიცხადებთ ღრმა თანაგრძნობას თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ლუნდის უნივერსიტეტი

შვეცია

image

მიიღეთ ჩვენი დიდი სამძიმარი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო. მარად ვილოცებ დაღუპულთა სულებისათვის, მწამს საქართველოს უკეთესი მომავლის.

ჰიროკო კაკო, იაპონიის ინტერნაციონალური სახლი

ტოკიო

image

მძიმე გამოცდის დგეებში გიცხადებთ თანაგრძნობას, ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას, იმედს გამოთქვამთ, რომ გამხნევდებით.

ბაქო ჟურნალ“ გიანჯელიკის" თანამშრომლები

image

განვიცდი ღრმამწუხარებას შშეძრულნი ვართ იმ დანაშაულებრივი აქციით, რომელიც მიაყენეს ქართველ ხალხს თქვენთან ერთად მოვითხოვთ მართლმსაჯკლებას

ბალტიისპირეთის გაზაფხულის ფესტივალის მონაწილეები

image

შეძრწუნებული ვართ უკანასკნელი ამბებით, ღრმა მწუხარებამ მოგვიცვა. თანაგიგრძნობთ თქვენ და თქვენს ხალხს.

ნოვიბისირსკი

2
112
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
112
  
2019, 1 თებერვალი, 9:48
სამწუხაროდ ასეა
2019, 1 თებერვალი, 5:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2