x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
''გაერო რეორგანიზების შემდეგ'', აქ იწყება შენი განვითარება!
image
სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ძალიან ბევრი გვსმენია არაფორმალური განათლების როლის შესახებ.

მართლაც რომ დავფიქრდეთ არაფორმალური განათლების მიღების შემდეგ, პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (მასმედია, სამსახური, პროექტები, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

ორგანიზაცია ''EIP-Education is power'', იწყებს მონაწილეების შერჩევას 2-3-4 მარტს, რიგით მეორე პროექტისთვის ''გაერო რეორგანიზების შემდეგ''.

„გაერო რეორგანიზების შემდეგ“ წარმოადგენს ახალ იდეას, სადაც რეალობაში არსებული სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციები სავალდებულო გახდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. ასევე, უშიშროების საბჭოს თითოეულ წევრს ექნება ვეტოს უფლება, ხოლო გაეროს დროშის ქვეშ გაერთიანებულ სამხედრო ძალებს ე.წ. “ცისფერჩაფხუტიანებს“ კონფლიქტში თავდასხმის განხორციელების საშუალება. სხვა, რეორგანიზებისთვის დამახასიათებელი ცვლილებების შესახებ, ინფორმაციას მონაწილეები პროექტზე მუშაობისას მიღებენ.


2, 3 და 4 მარტს გაერო გახდება რეალურად ფუნქციონირებადი და გაცილებით ძლიერი ორგანო.

პროექტი განკუთვნილია 14 იდან 22 წლამდე ახალგაზრდებისთვის.

პროექტის განმავლობაში ახალგაზრდები იმუშავებენ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, ასევე :

  • გაიღრმავებენ ცოდნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესახებ;
  • შესძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გაიუმჯობესებენ მოლაპარაკებებისა და საჯარო გამოსვლების უნარს;
  • შეიძენენ/გაიღრმავებენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს;
  • დააფიქსირებენ საკუთარ აზრს, შეძლებენ მათ დაცვას;
  • მიიღებენ მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას.

პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაო ჯგუფებში და განიხილავენ შესაბამის საკითხებს :

  • უშიშროების საბჭო (UNSC)
  • საერთაშორისო სასამართლო (ICJ)
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო (UNHRC)
  • ბავშვის უფლებათა კომიტეტი (CRC)
  • ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC)
თუ ფიქრობთ, რომ დროა რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, გინდათ თავი გამოსცადოთ ახალ ამპლუაში ან უბრალოდ სიახლე გჭირდებათ, მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა, სადაც შეძლებთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას, სადაც დაგხვდებათ მყუდრო, მეგობრული გარემო და ადამიანები.

გამოსცადე საკუთარი თავი და განვითარდი.

პროექტის დასასრულს ყველა დელეგატს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი. გამორჩეული დელეგატები კი დასაჩუქრდებიან პრიზებით.

დელეგატებისთვის დასარეგისტრირებელი ლინკი, იხილეთ ქვემოთ.


https://docs.google.com/forms/d/1EO2rJ3TM0uWDn9K7L_AQmh32Ish5ypLRyDP9Tqy4e6U/viewform?edit_requested=true

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი კურატიშვილი
თამარი კურატიშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0