x
image
ილია მარტყოფლიშვილი
პეკინზე, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა ნარკოტიკს ხარშავდნენ“, „40 წუთის შეშვებული მყავდა ბიჭები“

image

.

პეკინის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. როგორც თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უამბეს, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერებას ხარშავდა. შემთხვევის დროს ქვაბი, რომელშიც აცეტონი იყო ჩასხმული, აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი ბინის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ბინა ორმა ახალგაზრდამ დღეს დაიქირავა. ინფორმაციას 2020NEWS“-ი ავრცელებს.
.
ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო.
.
ბინის მეპატრონემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო და რამ გამოიწვია აფეთქება, მისთვის უცნობია. მისი თქმით, ბინა სულ 40 წუთის გაქირავებული ჰქონდა, რის შემდეგაც აფეთქება მოხდა.
.
"40 წუთის შეშვებულები მყავდნენ. სად წავიდნენ ის ბიჭები მე თვითონაც არ ვიცი. ორ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს დღეს სა­ღა­მოს მი­ვა­ქი­რა­ვე ბინა. არ ვიცი მათ რა გა­ა­კე­თეს, ამ პი­რებს მე ვერ ვპო­უ­ლობ.", - ამბობს ბინის მეპატრონე.
.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს.
3
816
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
816
  
31 იანვარი, 22:31
აი ეხლა იმხელა რიგი დადგიდგებაათ რომ ჯობ სერვერები დაიმატოთ
31 იანვარი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

31 იანვარი, 21:32
ბომბს ხარშავდნენ?
0 1 3