x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა მოუვა ჩვენს Facebook-ს როცა მოვკვდებით და ვის შეეძლება მისი მართვა? სოციალურ ქსელს ახალი ფუნქციები დაემატა!
image

სოციალური ქსელი ყოველდღიურად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციები და იქხვეწება. იცოდით, რომ თქვენ შეგიძლიათ მემკვიდრე კონტაქტს თქვენი ანგარიში გადააბაროთ თქვენი სიკვდილის შემდეგ?

ბევრისთვის ეს შეიძლება სარკასტულად ჟღერდეს ანდა იუმორით შეხედოს ამ ამბავს, თუმცა ეს სიმართლეა და უკვე შესაძლებელია.

დიახ, სწორედ ასეა და თქვენ თუ არ აირჩევთ თქვენი Facebook ანგარიშის მუდმივად წაშლას, თქვენი გვერდი გახდება მემორიალური, როდესაც თქვენ გარდაიცვლებით.


მემორიალური ანგარიში - არის ადგილი, სადაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ გააზიარონ მოგონებები თქვენი გარდაცვალების შემდეგ. ანგარიშის პროფილის სურათის დაბლა გამოჩნდება სიტყვა - ხსოვნა. იმის მიხედვით, დახურული გქონდათ თუ არა პროფილი, გამოჩნდება მეგობრების მიერ გაზიარებული მოგონებები. ფოტოები და პოსტებიც ისევე დარჩება, როგორც თქვენ გქონდათ განსაზღვრული, არავის შეეძლება თქვენს ანგარიშზე შესვლა და თუ მემორიალური ანგარიშს არ ჰყავს მემკვიდრე კონტაქტი, მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება.

მემკვიდრე კონტაქტი - ეს არის მეგობარი, რომელსაც თქვენ სიცოცხლეში ირჩევთ, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ თქვენი ანგარიში მართოს და მოუაროს მას. როდესაც თქვენი ანგარიში მემორიალური გახდება, ამ ადამიანს შეეძლება:


1. დაწეროს და კედელზე მიამაგროს პოსტი (მაგალითად, დაწეროს გამოსამშვიდობებელი წერილი ან მეგობრებს გააცნოს გარდაცვლილის სურვილი, გამოსათხოვარი წერილი)

2. უპასუხოს მეგობრობის თხოვნებს

3. განაახლოს თქვენი პროფილისა და გარეკანის ფოტოები

4. მოითხოვოს თქვენი ანგარიშის ამოშლა

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ ამ ადამიანს შეეძლოს თქვენი ინფორმაციის სრულად ჩამოტვირთვა, თუმცა ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია და კიდევ შეიძლება დაემატოს ფუნქციები.

ამ ადამიანს არ შეუძლია:

1. თქვენს ანგარიშზე შესვლა

2. შეტყობინებების წაკითხვა

3. ძველი მეგობრების წაშლა ან ახლების დამატება


როგორ დაამატოთ მემკვიდრე კონტაქტი?

1. შედით პარამეტრებში - დააწკაპეთ თქვენი ანგარიშის მაღლა მარჯვენა კუთხეს, რომელსაც აწერია პარამეტრები

2. დააწკაპეთ ანგარიშის მართვას

3. დაწერეთ მეგობრის სახელი და დააწკაპეთ დამატება

4. იმისათვის, რომ თქვენმა მეგობრებმა გაიგონ, რომ ისინი მემკვიდრე კონტაქტები არიან, უნდა დააწკაპოთ გაგზავნას.


გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ არ ხართ 18 წლის ან უფრო მეტის, არ შეგიძლიათ ამის გაკეთება.









2
1911
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1911
  
2019, 7 თებერვალი, 21:21
მე ჩემს ფეისბუქ გვერძე ისევ გავაგრძელებ ფოტოების და სხვადასხვა მოვლენების დადებას როცა მოვკვდები, აი ეს პასუხი შეესაბამებოდა ამ სტატიას და ილუზიას რაც წავიკითხე.
2019, 31 იანვარი, 22:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2