x
ლამაზმანი, რომელმაც ფეხბურთელი მეუღლე სიკვდილს გადაარჩინა [PHOTO]
სთეისი


რამდენიმე დღის წინ "კარდიფის" მცველისა და კაპიტნის, შონ მორისონის მეუღლე სტეისი ამბერ უორდი საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა.

საქმე ისაა, რომ სტეისიმ დროულად შეატყობინა მეუღლის ავადმყოფობის ამბავი, რითაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

28 წლის ფეხბურთელმა თავდაპირველად უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე, თუმცა მუცლის არეში ტკივილს განიცდიდა. ამის მიუხედავად, მისმა მეუღლემ, სტეისი ამბერ უორდმა ექიმები გამოიძახა და ინგლისელს სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სტეისის ყურადღება არც აქამდე აკლდა. ის ხშირად დებს სოციალურ ქსელში პიკანტურ ფოტოებს.

წყვილი გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდა. მორისონმა მეორე

ნახევარს ხელი ფლორენციაში სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.


▪ იხილეთ ფოტოგალერეა


სთეისი

0
298
2-ს მოსწონს
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0