x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება
image


4 თე­ბერ­ვალს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ახალ პრო­ექტს იწყებს. „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ პირ­ვე­ლი ტომი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, პო­ე­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ იქ­ნე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის თქმით, „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, მისი თე­მე­ბის, ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კას ასა­ხავს.


„თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი, „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი და­სა­წყი­სია, რად­გან რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნო­ვა­ტო­რო­ბა­ზე, ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვახ­სენ­დე­ბა სწო­რედ თა­მაზ ჭი­ლა­ძე. ეს არის ავ­ტო­რი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პე­იზ­მის ტენ­დენ­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ” - ამ­ბობს მაია ალუ­და­უ­რი.


რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ 1965 წელს არის და­წე­რი­ლი. ამ თა­რიღ­ზე პო­ე­ტი და ფი­ლო­ლო­გი ქე­თე­ვან შენ­გე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის რო­მა­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის და­წე­რი­ლი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, სა­დაც წერს, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა ეპო­ქა, როცა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის უკვე შეჩ­ვე­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის მიერ ქვეყ­ნის­თვის, საქ­მის­თვის ან მოყ­ვა­სის­თვის ჩა­დე­ნილ „სა­ა­მა­ყო“ ქმე­დე­ბებს. ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი გმი­რი ხალ­ხის­თვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.



„ამ­გვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­რე­მო­ში თა­მაზ ჭი­ლა­ძეს შე­მოჰ­ყავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა, ყოფა და ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ერ­თო აღ­ტა­ცე­ბის სა­გა­ნი არ არის. მის პერ­სო­ნაჟს გა­აჩ­ნია ნაკ­ლიც და ღირ­სე­ბაც, ის არც გმი­რია და არც კერ­პი. ცხოვ­რობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და ესე იგი, სა­ინ­ტე­რე­სოდ. სავ­სეა ადა­მი­ა­ნუ­რი და არა ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბით..., “ - ასე ახა­სი­ა­თებს ქე­თე­ვან შენ­გე­ლია ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას.


რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გი­ლას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა. რო­მა­ნი ეხე­ბა მა­რა­დი­ულ თე­მებს, რომ­ლებ­საც ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი მუდ­მი­ვად დას­ტრი­ა­ლე­ბენ: რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რა არის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და რო­გო­რია მათ­კენ სა­ვა­ლი გზე­ბი; რო­მან­ში შეხ­ვდე­ბით უნი­ჭო­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბო­რო­ტე­ბის, მედ­რო­ვე­თა, კა­რი­ე­რის­ტთა და თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე­თა ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, რო­გორც ქე­თე­ვან შენ­გე­ლია წერს, არის რო­მა­ნი, რომ­ლის „ავ­ტორს შე­უძ­ლია გას­წავ­ლოს სა­უ­ბა­რი სა­კუ­თარ თავ­თან“.


შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით, მკი­თხვე­ლი ხვდე­ბა, რომ ავ­ტო­რი სა­უ­ცხოო ფსი­ქო­ლო­გიც არის. იგი ნა­წარ­მო­ებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს აცო­ცხლებს.


მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს თა­მაზ ჭი­ლა­ძის, რო­გორც მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვან წილ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ ცალ­კე გა­მო­ცე­მუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. „ის იყო ერთ დიდ კრე­ბულ­ში მოქ­ცე­უ­ლი. კარ­გია, რომ ის უკვე ცალ­კე წიგ­ნად იქცა, “ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.


image


გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „სა­ოც­რად კარ­გი თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს ბა­ტონ თა­მაზ­თან. 19 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. თა­ვი­დან­ვე თა­ვი­სი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, ტაქ­ტით, რო­გორც ყვე­ლა­სად­მი იყო გან­სმჭვა­ლუ­ლი, ასე შემ­ხვდა მეც. ერთი ის­ტო­რია მა­კავ­ში­რებს მას­თან. ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში მი­ტა­ნი­ლი მქონ­და ჩემი ერ­თა­დერ­თი პი­ე­სა. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ამ ამ­ბავს და გა­ი­გო, რომ ვერ ბეჭ­დავ­დნენ. იმ პი­ე­სა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რა­ღაც გვაკ­ლი­აო და ამ კონ­ტექ­სტში თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში კი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, თუნ­დაც შე­ფარ­ვით ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი იყო. ბა­ტონ­მა თა­მაზ­მა კი მი­თხრა, თუ მო­ი­ტან აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში გა­ვუშ­ვე­ბო. წა­უ­კი­თხა­ვად და­თან­ხმდა და­ბეჭდ­ვას. რა­მაც ძა­ლი­ან დიდი რწმე­ნა მომ­ცა. ახალ­გაზ­რდა კაც­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, რო­დე­საც და­ი­ნა­ხავს რწმე­ნას, ნდო­ბას. იმე­დი უჩ­ნდე­ბა და მეც სა­ოც­რად მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის.“


დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „ბა­ტო­ნო თა­მა­ზი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრა­მა­ტურ­გი და მწე­რა­ლია და რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გია, რაც ადა­მი­ა­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭია. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ი­სად­მი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­ტონ თა­მაზ­თან. სხვა კარ­გი პე­და­გო­გე­ბიც მყო­ლია, მაგ­რამ მახ­სოვს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ლექ­ცი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ბა­ტო­ნო თა­მა­ზი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ დრა­მა­ტურ­გებ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში და არა მარ­ტო მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში. ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გია არ ით­ვლის მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევრ სა­უ­კუ­ნეს. ამ ის­ტო­რი­ა­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი, როლი და ფუნ­ქცია აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბა­ტონ თა­მაზს.“


პრო­ექ­ტის „იკი­თხე კლა­სი­კა“ ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, მზად­დე­ბა ანა კა­ლან­და­ძის პო­ე­ზი­ის კრე­ბული, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის რო­მანი „სპი­რა­ლი“, ვაჟა გი­გაშ­ვი­ლის „ერთი ვინ­მე ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი“, ლე­ვან გო­თუ­ას მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბული, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ნატ­ვრის ხე“ და სხვა.


შეგახსენებთ, რომ სერიის „იკითხე ქართული“ წიგნები 4 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად 10 ლარი.
0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0