x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ბრონქო-მუნალი: როგორ დავიცვათ ორგანიზმი გრიპისა და ვირუსებისგან
image


ზამ­თრის დად­გო­მას­თან ერ­თად იმა­ტებს სა­სუნ­თქი გზე­ბის სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბი. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 81% ვირუ­სუ­ლი ეტი­ო­ლო­გი­ი­საა. ვირუ­სე­ბი იწ­ვე­ვენ ისეთ სიმპტო­მებს, რო­გო­რი­ცაა ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რი­ნო­რეა და სხვა.


სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა თსსუ-ს ფთი­ზი­ატ­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და ფილ­ტვის და­ა­ვა­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ექიმ­თა ლი­გის პრე­ზი­დენ­ტი, კლი­ნი­კა ფე­მი­ლის მთა­ვა­რი ექი­მი, ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მე­დი­ცი­ნა­ში კახა ვა­ჭა­რა­ძე.


- ბა­ტო­ნო კახა, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ებ­მა?


- ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ან­თე­ბა ვლინ­დე­ბა ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ზო­გა­დი, არას­პე­ცი­ფი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით. ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბია ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, სი­სუს­ტე, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა, გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა. ყვე­ლა რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ას სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბი სდევს თან. უა­რეს­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, ქვე­ით­დე­ბა შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და იზ­რდე­ბა ექიმ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა. გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სა შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ოტი­ტი, ჰა­ი­მო­რი­ტი, სი­ნუ­სი­ტი, ბრონ­ქი­ტი და პნევ­მო­ნია. გარ­თუ­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ბაქ­ტე­რი­ე­ბით ან სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვევ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით.


- რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან?

- მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან და­სა­ცა­ვად და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმუ­ნი­ტეტ­ზე ზრუნ­ვა, სა­თა­ნა­დო იმუ­ნუ­რი პა­სუ­ხის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად ავა­დობს ან და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქი ფორ­მით.


- რო­გორ გა­ვაძ­ლი­ე­როთ იმუ­ნი­ტე­ტი და და­ვიც­ვათ თავი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან?

- ბოლო პე­რი­ოდ­ში მეტ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭე­ბენ სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბას და ზრდი­ან ორ­გა­ნიზ­მის მე­დე­გო­ბას მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ. მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­ჩე­ვი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მე­დი­კა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზმს და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხა­რისხს, რო­მელ­საც მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა უზ­რუნ­ველ­ყოფს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მინ­და გა­მოვ­ყო შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია „სან­დო­ზი“-ს პრე­პა­რა­ტი ბრონ­ქო-მუ­ნა­ლი. ბრონ­ქო-მუ­ნა­ლი დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რი გახ­ლავთ, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფი­ლი, სწო­რედ ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტი­სად­მი სან­დო­ო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მა­ღა­ლია: სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ბრონ­ქო მუ­ნა­ლით ნამ­კურ­ნა­ლე­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი 60 მი­ლი­ონ­ზე მე­ტია2, 3.


image


- ბა­ტო­ნო კახა, რო­დის მი­ვი­ღოთ ბრონ­ქო-მუ­ნა­ლი და რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი?


- გა­მორ­ჩე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბრონ­ქო-მუ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რია რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში (გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის და გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით), ასე­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის1.


მა­ღა­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრონ­ქო მუ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ა­ვა­დე­ბის მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში აჩ­ქა­რებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას (73.7%-ით) და მნიშ­ვე­ლოვ­ნად (67%-ით) ამ­ცი­რებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, რაც თა­ვის­თა­ვად ხელს უწყობს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბას2.


პა­ცი­ენ­ტის­თვის მა­ღალ ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­ტი­ვი დო­ზი­რე­ბის რე­ჟი­მი. ბრონ­ქო-მუ­ნა­ლის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხდე­ბა მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში - ერთი კაფ­სუ­ლა დღე­ში ერთხელ უზ­მო­ზე ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხოლო პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის - ერთი კაფ­სუ­ლა დღე­ში ერთხელ თვე­ში ათი დღე. პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის თვე­ში ათ­დღი­ა­ნი კურ­სი აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­მე­ორ­დეს თან­მიმ­დევ­რუ­ლად 3 თვე1.


- ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ვაქ­ცი­ა­ნა­ცი­ის თემა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ბრონ­ქო-მუ­ნა­ლის ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად მი­ღე­ბა?


- დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ბრონ­ქო-მუ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ასე­ვე ეფექ­ტუ­რია გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად. კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით ავა­დო­ბა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის იმ ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად იღებ­და ბრონ­ქო-მუ­ნალს, იმ პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, რო­მელ­თაც მხო­ლოდ გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ4.


ბა­ტო­ნო კახა დიდი მად­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რას ურ­ჩევ­დით მკი­თხველს?


შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მათი სიმპტო­მე­ბის­გან და­სა­ცა­ვად მო­უფრ­თხილ­დით სა­სუნ­თქ სის­ტე­მას, იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტეტ­ზე, ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იკ­ვე­ბეთ სწო­რად, მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხე და შე­არ­ჩი­ეთ უსაფრ­თხო, ეფექ­ტუ­რი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ტო­რი. გახ­სოვ­დეთ, რომ ვირუ­სებ­თან და სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.


1.PIL of Product; 2. Urs B Schaa and Nicola Principi, The Management of Recurrent Respiratory Tract Infections in Children, European Infectious, Disease, Volume 6 • Issue 2 • Winter 2012 • Extract; 3. Broncho-MUNAL® (OM-85) IN ADULTS Acute Infectious, of upper respiratory tract; 4.Impact of a mixed bacterial lysate (OM-85 BV) on the immunogenicity, safety and tolerability of inactivated influenza vaccine in children with recurrent respiratory tract infection. Esposito S1, Marchisio P2, Prada E2, Daleno C2, Porretti L3, Carsetti R4, Bosco A2, Ierardi V2, Scala A2, Principi N2. Vaccine. 2014 May 7;32(22):2546-52. doi: 10.1016/j.vaccine.2014.03.055. Epub 2014 Mar 26.



image

1
168
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
168
  
2019, 31 იანვარი, 17:07
ვარჯიში, ცივი წყლის პროცედურები და ვერანაირი გრიპი ვერ მოგეკარებათ.
პირადი გამოცდილებით ვამბობ, ნოემბერშიც შევდივარ ზღვაში საბანაოდ უპრობლემოდ.
0 1 1