x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
არხილოსკალოდან სამთაწყაროს გზის აღდგენაზე წელს 4 მილიონზე მეტი დაიხარჯება

image

.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არხილოსკალო-სამთაწყაროს გზის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება. უკიდურეს სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელთან დამაკავშირებელი გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ათეეულობით წელია მოუწესრიგებელია. განსაკუთრებით რთული რელიეფის გამო გადაადგილება გართულებულია.
.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რეაბილიტაციის პროცესი თებერვლიდან დაიწყება. გზით სამთაწყაროს, ფიროსმანის და საბათლოს მაცხოვრებლები ისარგებლებენ.
.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ პროექტზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
.
„სამუშაოები ორ ლოტად მიმდინარეობს. ერთია არხილოსკალო-სამთაწყაროს გზის მონაკვეთი და მეორე გუმბათი-ხირსა-ენამთა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გუმბათი-ხირსა-ენამთის შვიდკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბიიტაციისთვის 3 888 000 ლარია გათვალისწინებული და სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც შეეხება სამთაწყარო-არხილოსკალოს, აქ ექვსი კილომეტრია და რეაბილიტაციისთვის 4 127 000 ლარია განსაზღვრული. ვაფორმებთ ხელშეკრულებას და სამუშაოებს გაზაფხულზე დავიწყებთ, "- განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
.
უწყების ინფორმაციითვე, გუმბათი-ხირსა-ენამთის გზის რეაბილიტაცია ცხრა თვის, ხოლო არხილოსკალო-სამთაწყაროს მონაკვეთის მშენებლობა რვა თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
.
დედოფლისწყაროს სოფლები სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ალაზნისპირასაა გაშენებული და რაიონული ცენტრისგან მკვეთრად მოწყვეტილია. ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლას გზის არარსებობა აფერხებდა. ადგილობრივებს განსაკუთრებით დაბრკოლებები ზამთარში და რთველის პერიოდში, მოსავალის ტრანსპორტირების დროს ექმნებათ. მოსახლეობა მრავალი წელია გზის აღდგენას ითხოვდა, თუმცა, პერობლემის მასშტაბურობის გამო მისი გადაჭრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0