x
image
ინტერ-გოგონა
ასე ხუმრობენ გურულები...
image
1.1992 წელია. გურიაში როგორც მთელ საქართველოში, ცუდი დროა..

ერთ-ერთ ოჯახში შევიდა "მესოჩიკე" მრიცხველის შესამოწმებლად...

-აი რაია, ძამა, შენმა "სოჩიკმა" რეიზა არ დაწერა მთელი თვის მანძილზე აფერი?

-აი, "სოჩიკი" ძამა, ეგნატე ნინოშვილი კი არაა, ლაპის შუქზე დეეწერა რამე...


2.ჩოხატაურის ბაზარში შესულან ცოტა შეუხედავი გურული ქალები და არჩევენ ხილს..მაგრამ არ მოეწონათ და არ იყიდეს...

გურულად რომ ვთქვათ მოკლედ არ ჰქონდა კაი "ტავარნი ვიდი"

ხოდა გამყიდველმა თავისი გურული მარიფათით დაიწყო მისი "ტავარის" ქება:

-აი, ბაბუა, შესახედავადაა ამფერი, თვარა რო გასინჯავ, იმისთანა გემრიელია, პირზე ვერ მეიძრობო...

-შესახედავად რომ ვერ მოვეწონე ვერავის, იმიზა დავრჩი გაუთხოვარი, თვარა რო გევესინჯე ვინმეს, იქნება ვერც მე მევეცილებიე პირიდანო...

3.გურული კარდიოლოგთან...

-დაწექი, თვალები დახუჭე, და ფეხები გასწორე, კარდიოგრამა უნდა გადაგიღოო..

-ექიმო, თვალების დახუჭვა და ფეხების გაჭიმვა რომ არ მინდოდა, მაგიტომ მოვედი შენთანო, - აღშფოთდა გურული...

4.სახლში მისულ გურულს სიდედრი შეეგებება ცოცხით ხელშიი....

-აი რაია, უნდა მოხვეტო თუ მიფრინავ სამე...

5.ასი წლის გურული ქალი კვდება და მოუყვანეს მამაო, სიკვდილის წინ რომ აზიაროს...

-ხომ არ მოგიპარავთ?

-რას ამბობ მამაო..

-უშვერი სიტყვებით გაგილანძღავს ვინმე?

-არა მამაო...

-გიმრუშიათ?

-მაგი რაია მამაო?

-ანუ სხვა მამაკაცთან ხომ არ გძინებია?

-სხვა კაცთან რა დაგაძინებს მამაო?..(ჩაიცინა ქალმა ჩუმად)

6.ორი გურულის დიალოგი:

-სიდედრი სადოური წარმოშობის სიტყვაა, ბიჭო ანზორია?

-მაი, ბერძნული სიტყვაა ძამა და ქართულად კიბოს ნიშნავს...

7.გურულს ახლობლები ეუბნებიან:

-აღფრთოვანებული ვართ შენი და შენი ცოლის ურთიერთობით, 20 წელი გავიდა და თქვენ დღემდე ხელჩაკიდებული დადიხართ ერთად...

-რას ამბობ ძამა, აბა ხელი რომ გოუშვა, ხო იყიდის მაშინმე რამეს...

8. გურული ცოლ-ქმრის დიალოგი:

-ის კინო რომაა, "ძირითადი ინსტიქტი", ხო იცი?

-ვიცი. მერე?

-შერონ სთოუნი რომ თამაშობს, გახსოვს?...

-აბა, არ მახსოვს?

-შერონი რომ ფეხს ფეხზე გადეიდებს, საცვალი რომ არ აცვია..

-მაგას რა დამავიწყებს ქალო...

-აბა, მარტო შენი ცოლის დაბადების დღე დაგავიწყდა შე, სასიკვტილე შენ....

9.ქორწილია. გურული პატარძალი სიძეს...

-სამი შვილი გვეყოლება.

-შენ რა იცი?

-როგორ არ ვიცი? სამივე დედაჩემთან მყავს დატოვებული...

10.პაციენტი და გურული ექიმი:

-ექიმო, დამეხმარეთ, ჩემი ქმარი ხარივით მინდა იყოს..

-რა პრობლემა ქალბატონო, გაიხადეთ და რქების დადგმით დავიწყოთ...არ დაიბნა გურული...

11.გურული საკუთარ ეზოშია ჩეროში წამოწოლილი...

-ბიძია, მატარებლის სადგურამდე მალე მივალ? მიაძახებს გამვლელი ღობიდან...

-მეიცა, ბიძია ძაღლს აუშვებ ახლავე ...გასძახა გურულმა.


პ.ს არ დამიწყოთ ახლა, ძველია, ვიცოდით და ასე შემდეგ....

და კიდევ, შეცდომები არ გეგონოთ, გურულადაა დაწერილი

#მემიყვარსგურია

აბა, რამდენი გურულია ინტერმედიაზე დამენახვეთ...




0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0