x
image
ლანა92
ამერიკული ჟურნალისტიკის 9 ძირითადი პრინციპი და ქართული ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის 11 პრინციპი

image

1.ამერიკული ჟურნალისტიკა

image

მედიამუშაკთა საქმიანობის ეთიკური ასპექტით შეფასება და ამ თვალსაზრისით მათდამი წაყენებული მოთხოვნები რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. საკითხი ყურადღებას ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისიდან იქცევს და არაერთი თეორეტიკოსის კვლევის საგანი გამხდარა.

ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ეთიკური სტანდარტებისა და ფუნქციების კვლევის ისტორიაში სერიოზულ ნაშრომს წარმოადგენს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტების, მედიაკრიტიკოსების: ბილ კოვაჩისა და ტომ როზენსტილის ერთობლივი წიგნი "ჟურნალისტიკის ელემენტები", რომელშიც ავტორები ასახელებენ ჟურნალისტიკის 9 ძირითად პრინციპს:

image

1.ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს.

2.ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, მოქალაქეების ერთგული უნდა იყოს.

3.ჟურნალისტიკის არსი ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა.

4.ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს.

5.ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი.

6.ჟურნალისტიკა ხალხს საჯარო კრიტიკისა და მსჯელობის საშუალებას უნდა აძლევდეს.

7.ის, რაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა საინტერესოდ და ადეკვატურად უნდა გადმოსცეს.

8.ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს ინფორმაციის პროპორციულობა და ეს ინფორმაცია ყოველმხრივი უნდა გახადოს.

9.ჟურნალისტი პასუხს აგებს სინდისის წინაშე.

2.ქართული ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები

image

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოიცავს 11 ძირითად პრინციპს:

1.ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

2.დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

3.ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

4.ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

5. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

image

6.ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

7.ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმირი სახის დისკრიმინაციის ასარიდებლად;

8.ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები;

პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიებიან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.

image

9.სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან.

10.ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

11.დაუშვებელია:

ფაქტის განზრახ დამახინჯება;

ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ.

პლაგიატი.

1
144
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
144
  
2019, 31 იანვარი, 0:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1