x
მოხუცი და მტრედები

image
ყოველ დილით სარდაფის კარს გაიხურავს და ქალაქის მთავარ "სკვერში" მიდის, გაბურძგნული თეთრი წვერით და თავზე დიდი თეთრი თმით, თავზე ქუდი დაუხურავს რომელიც სიძველისგან დახეულა. ტანზე მასზე ორჯერ დიდი ზომის ტანსაცმელი აცვია. ფეხსაცმელები კი ცალ -ცალი, ხელებზე უთითო ხელთათმანები უკეთია და მასაც ატყვია სიძველის კვალი. ხელში ცელოფანი უჭირავს პურის ნარჩენებით სავსე, მიდის იქ სადაც ყველაზე მეტად მშვიდად გრძნობს თავს და ხვდება, რომ ვიღასაც სჭირდება. იქ სახეც სხვანაირი უხდება, უფრო ნათელი და ბედნიერი, თითქოს ახალგაზრდავდება, უფრო მეტიც, ბავშვი ხდება და მეგობრებთან ერთად თამაშობს. იმ მეგობრებთან რომლების დრომ და მდგომარეობამ შემოცალა მის ცხოვრებას .მათ ალბათ არც კი ახსოვთ ერთ დროს მხიარული ბიჭი, რომელიც ყველას ყველაფერიში ეხმარებოდა და გვერდით ედგა. მიდის და თავისით ბუტბუტებს რაღაცას, ქუჩაში გამვლელები უკვე კარგად ცნობენ მას, რადგან წლებია უკვე იმ გზაზე დადის. ცოტამ იცის სად მიდის ყოველ დილით ეს მოხუცი, ზოგს ეცოდება, ზოგი კი ზიზღით უყურებს მის შემოძონძილ ტანსაცმელს და გაბურძგნილ წვერს. ეკლესიას ჩაუარა პირჯვარი გადაიწერა, მადლობა შესწირა უფალს ყოველი გათენებული დღისთვის და ისევ გზა განაგრძო, მივიდა იმ სკვერში, სადაც ყოველ დილით დადის. დაჯდა ამოჩემებულ სკამზე, სკვერის კუთხეში, ხეების ჩრდილში, იქ მისი მეგობრები ელოდნენ, ღუღუნებდნენ, შიოდათ, ელოდებონენ როდის მოუტანდა მისი კეთილი მეგობარი ნამცეცებს, მათ ძალიან კარგად ესმოდათ ერთმანეთის, მოხუც მამაკაცს მტრედები ირგვლივ შემოეხვივნენ, ზოგი თავზე დააჯდა, ზოგი მხრებზე, ზოგი კიდევ ხელებზე და უმეტესობა მოხუცის ფეხებთან ახლოს ნამცეცებს კენკავდა. უყრიდა ნამცეცებს მოხუცი და ეფერებოდა თან: ჩემო ლამაზებო, ჩემო პატარებო, ჩემო ერთგულო მეგობრებო, როგორ მოგშიებიათ, კიდევ დაგიყრით ნამცეცებს და ჭამეთ. მტრედები ღუღუნით პასუხობდნენ მოხუც კაცს, იჯდა მტრედებით დახუნძლული სკვერში, ბევრი იქ გამვლელი ცნობდა მოხუც კაცს, და ღიმლით უცქერს, ბავშვებს სურთ მივიდნენ მტრედებით დახუნძლულ მოხუცთან მაგრამ მშობლები არ უშვებენ, შვილებს ეუბნებიან რომ, ის კაცი ბინძური, უპატრონო და სუნიანია, არ შეიძლება მასთან ახლოს მისვლა, ბავშვები შორიდან უქნევენ ხელს მტრედებით დახუნძლულ მოხუცს, ზოგი ბავშვი არ ემორჩილება დედას და მიირბენს მოხუცთან, თამაშობს მტრედებთან, მოხუცი ეფერება ბავშვებს, ღიმილიანი სახით უცქერს ცელქ პატარებს. -ნუ გეშინიათ ბაბუ, მე არაფერს დაგიშავებთ, არც მტრედები გავნებთ რაიმეს, თქვენ ბავშვებს ყველაზე წრფელი და სუფთა გული გაქვთ და ამიტომ, ბავშვები უფრო ახლოს არიან ღმერთთან, ვიდრე ისინი ვინც ეკლესიაში დადის და სანთელს ანთებს, მათ ეკლესიიდან გარეთ გამოსულთ ხშირად ავიწყდებათ რისთვის მოავლინა ისინი ღმერთმა დედამიწაზე. თქვენ გენაცვალეთ ბაბუ რა კარგები ხართ. ერთმა ბავშვმა ჰკითხა მოხუც კაცს: -ეს მტრედები შენი შვილები არიან? -არა ბაბუ ჩემი შვილები, როგორ იქნებიან. მე ადამიანი ვარ. ესენი კი მტრედები. -აბა საჭმელს რატომ აჭმევ სულ, რატომ უვლი მათ? -ესენი ჩემი მემობრები არიან, ის მეგობრები, რომლებიც დავკარგე და ბედისწერამ მტრედების სახით მაჩუქა, პატარა არ არის აუცილებელი შვილი იყოს შენი მაინდამაინც, რომ იზრუნო მასზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანზე იზრუნო, ან აი თუნდაც მტრედებზე, დაეხმარო როგორც შეგიძლია. -ჩემი მშობლები მასწავლიან, რომ მხოლოდ შვილებს და ძალიან ახლობლებს უნდა დავეხმაროთ, დანარჩენები კი თვითონ მიხედავენ თავის თავს. -მშობლებს დაუჯერე, მაგრამ არც ჩემი სიტყვები დაივიწყო პატარა ვაჟკაცო, რაც მეტ სიკეთეს გააკეთებ, მით უფრო ამაღლდები და კარგი კაცი იქნები. -სიმაღლეში გავიზრდები? მოხუცს გაეცინა ბავშვის ამ კითხვაზე, ხელი თავზე გადაუსვა და ისევ აუხსნა, რას ნიშნავდა სიტყვა: ამაღლდები. -სიმაღლეში გაიზრდები რა თქმა უნდა ამისთვის ბევრი უნდა ჭამო, მშობლებს დაუჯერო, და ივარჯიშო, ცხოვრების სასწორია, ერთ მხარეს სიკეთეს წონის, მეორე მხარეს კი ბოროტებას, ცხოვრების მანძილზე რომელსაც მეტს გააკეთებ, ის გადაწონის მეორეს, თუ ბევრ სიკეთეს გააკეთებ, სასწორი სიკეთისკენ დაიხრება და შენც ამაღლდები უფლის თვალში, ხალხიც მეტ პატივს გცემს და კარგი კაცის სახელი გექნება. ბავშვმა ვერაფერი გაიგო -არაუშავს ბაბუ, ახლა თუ ვერ გაიგე, დაიხსომე, რაც გითხარი და დიდი რომ გაიზრდები, დრო რომ დადგება შენ ცხოვრებაში სიკეთის და ბოროტების ასაწონად მაშინ მიხვდები ჩემ სიტყვებს და გაიგებ რომელი ჯობია აკეთო. მოხუცის და ბავშვის საუბარს ყურს უგდებდა შორიდან ბავშვის დედა და ცრემლები სდიოდა. ქალი მივიდა და მოხუცს ჩაეხუტა, შვილს უთხრა:კარგად დაიმახსოვრე რა გითხრა ბაბუამ. ბავშვს ხელი მოკიდა და წავიდნენ. ამ ამბის შემდეგ დიდი დრო გავიდა, გაზაფხული შეცვალა ზაფხულმა, ზაფხული შემოდგომამ და ისევ ზამთარი დადგა. ერთ დღესაც გამვლელებმა შენიშნეს მოხუცი გაუნძრევლად იჯდა ისევ იმ სკამზე და მტრედები ეხვია ირგვლივ.ერთი მივიდა ახლოს და ხელი შეახო, მოხუცი სკამზე წაიქცა, მტრედები აფრინდნენ. რამდენიმე თვეში იმ ადგილს სკამის გვერდით ძეგილი დადგეს, მოხუცი მტრედებით ხელში......

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0