x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ლა­ი­ვის დღეს უდი­დე­სი ად­რე­ნა­ლი­ნი გან­ვი­ცა­დე, მა­ინც სულ სხვაა სცე­ნი­დან მი­ე­სალ­მო ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ას..." - ემოციები „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივიდან
image


"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" პირ­ვე­ლი ლაივ-შოუ შედ­გა. პრო­ექ­ტი ორმა კონ­კურ­სან­ტმა და­ტო­ვა - მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა და ბესო ნემ­სა­ძემ. პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ზე არ­ც ერ­თი ელო­და, თუ პრო­ექტს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე გა­და­წყვი­ტა - მათ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვეს. ლაივ-კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი ხმე­ბის მი­ხედ­ვით ოთო ნემ­სა­ძე აღ­მოჩ­ნდა.

კონ­კურს 8 მო­ნა­წი­ლე აგ­რძე­ლებს. ჟი­უ­რის მათი იმე­დი აქვს, სჯე­რა, რომ პრო­ექტს ღირ­სე­უ­ლი მო­ი­გებს და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სწო­რედ ის წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას.


სტე­ფა­ნე მღერბრიშ­ვი­ლი, ჟი­უ­რის წევ­რი:


"კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან ყვე­ლა მომ­წონს, თუმ­ცა ერთი-ორზე კი ნამ­დვი­ლად დამ­წყდა გული, რომ­ლე­ბიც ათე­ულ­ში ვერ მოხ­ვდნენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, ამ ათე­ულ­ში ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. 4-5 ადა­მი­ა­ნია ისე­თი, მათ­გან ვინც არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში მა­გა­რი იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ კი, კონ­კურ­სან­ტებს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად უნდა ჰქონ­დეთ - არ­ტის­ტიზ­მი, ხმა, სმე­ნა, ტექ­ნი­კა, რიტ­მის გრძნო­ბა, ანუ ის, რაც არ­ტისტს უნდა გა­აჩ­ნდეს.


ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბით. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წა­ვი­დეს ჩვე­ნი რჩე­უ­ლი. კარ­გი პრო­ექ­ტია იმ კუ­თხი­თაც, რომ ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ვო­ბაა ინ­ტერ­ნე­ტით, მაგ­რამ ყვე­ლას მა­ინც ის სა­მა­სმი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია აინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გვე­ლის.


- ჟი­უ­რის წევ­რებს მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში ჩა­რე­ვა გი­წევთ?

- არა, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" ის პრო­ექ­ტია, სა­დაც ჟი­უ­რი არ არის მენ­ტო­რი, მწვრთნე­ლი, რო­გორც სხვა შო­უ­ებ­ში. ჩვენ მხო­ლოდ კონ­კურ­სან­ტე­ბის ნამ­ღერს ვა­ფა­სებთ.


- მოკ­ლედ, ისე­თე­ბი არი­ან, რომ თქვენს ნდო­ბას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­ა­მარ­თლე­ბენ?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში გა­ა­მარ­თლე­ბენ!


image


შო­უ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მათ შო­რის არა­ერ­თი წამ­ყვა­ნი. ნა­წი­ლი სცე­ნა­ზე, ნა­წი­ლი იმ სპე­ცი­ა­ლურ ოთა­ხებ­ში, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სან­ტებს და მათ გულ­შე­მატ­კივ­რებს წა­რად­გე­ნენ. ერთ-ერთი, ვინც კონ­კურ­სან­ტებს ამ­ხნე­ვებს, მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლია - ის ხვდე­ბა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და მათ მო­საზ­რე­ბებს კონ­კურ­სი­სა და კონ­კურ­სან­ტე­ბის შე­სა­ხებ მა­ყუ­რე­ბელს აც­ნობს და უზი­ა­რებს.


ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი:

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ის მომ­წონს, რომ ხალ­ხმა, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ის ადა­მი­ა­ნი უნდა აირ­ჩი­ოს, ვინც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" უნდა გა­ემ­გზავ­როს. ზო­გა­დად მომ­წონს ასე­თი კონ­კურ­სე­ბი, რად­გა­ნაც ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, რომ გა­მოჩ­ნდნენ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც ასე თუ ისე ნაც­ნო­ბი იყოს ჩვენ­თვის, მაგ­რამ არ ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ ერთხელ მა­ყუ­რე­ბელს და­ე­ნა­ხოს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აღ­მო­ჩე­ნე­ბიც კეთ­დე­ბა ხოლ­მე, როცა სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს, ნამ­დვილ ვარ­სკვლავს, ნი­ჭი­ერს აღ­მო­ა­ჩენ.


კარ­გი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო იმ დო­ნე­ზე ავი­დეს, რომ ამ ნი­ჭი­ე­რებს, ვარ­სკვლა­ვებს მერე ხელი შე­უ­წყოს, გა­ნა­ვი­თა­როს მათი უნა­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდ ას­პა­რეზ­ზე გა­უშ­ვას. ახლა ხალ­ხის იმე­დი მაქვს, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ვფიქ­რობ, ხალ­ხი სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს და "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი გვე­ყო­ლე­ბა.



- ასეთ კონ­კურ­სებს სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი აღ­მო­ჩე­ნა ჰყო­ლია, ნამ­დვი­ლად და­ბა­დე­ბუ­ლა ვარ­სკვლა­ვი და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მათი უმე­ტე­სო­ბა ახ­ლაც მო­ნა­წი­ლე­ობს...

- კი და მომ­წონს, რომ ისი­ნი ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვა­მარ­თლებ. ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო­ზე სა­უ­კე­თე­სომ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის უცხო­ეთ­ში გა­სა­ტა­ნად და გა­სა­მარ­ჯვებ­ლად ეს სა­ჭი­როა და ძა­ლი­ან კარ­გია. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს აზრი, რომ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ამ კონ­კურ­სში არ უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნე­ნო. რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის წარ­დგე­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო, ვფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტში გა­მარ­თლე­ბუ­ლია.


image


ირაკ­ლი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, კი­დევ ერთი წამ­ყვა­ნია, რო­მე­ლიც შოუს ინ­ტერ­ნეტ­მი­მარ­თუ­ლე­ბით უძღვე­ბა:

"უფ, რო­გორ მარ­ტი­ვად ჩანს, როცა ამ ყვე­ლა­ფერს ჩუს­ტებ­ში ჩაც­მუ­ლი სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­თან მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი უყუ­რებ. ახლა აქ დიდი ემო­ცია ტრი­ა­ლებს, სა­ო­ცა­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი გვყავს, ცუ­დია, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში 2 კონ­კურ­სან­ტი გა­ვარ­და, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, ამ კონ­კურ­სში ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან მინ­და, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მათ­გან რო­მე­ლი­მემ გვა­სა­ხე­ლოს.


ლა­ი­ვის დღეს უდი­დე­სი ად­რე­ნა­ლი­ნი გან­ვი­ცა­დე, კი, მქო­ნია რამ­დე­ნი­მე პირ­და­პი­რი ეთე­რი, მაგ­რამ მა­ინც სულ სხვა არის სცე­ნი­დან მი­ე­სალ­მო ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რი­ას. მი­ვე­სალ­მე და გა­და­ვი­ნაც­ვლე "ფე­ის­ბუქ-რე­ჟიმ­ში" სა­დაც მეტ-ნაკ­ლე­ბად რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე ვგრძნობ თავს".


სტატიის ავტორი: ლალი ფაცია



0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0