x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ბირთვულ ხუთეულში" შემავალი ქვეყნების კონფლიქტური პოტენციალი საშიშ ზღვარზეა
image
"ბირთვული ხუთეულის" მსხვილი ბირთვული ძალაუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ პეკინში, რათა, განიხილონ თითოეული ქვეყნის პოლიტიკა ბირთვული ენერგეტიკისა და განიარაღების სფეროში.
ბირთვულ ხუთეულს უწოდებენ ბირთვული იარაღის მქონე იმ ქვეყნების არაოფიციალურ გაერთიანებას, როგორიცაა, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ოფიციალური შეხვედრის დროს, რომელიც დახურულ ფორმატში ტარდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პოტენციური კონფლიქტის დონე საშიშია.

"საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია არ არის სტაბილური და კვლავ გაუარესდება. კონფლიქტის პოტენციალის დონე საშიშ ზღვარს მიუახლოვდა." - განაცხადა რიაბკოვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი თვალს ადევნებს მსოფლიოს სტრატეგიულ სტაბილურობას, თუმცა ზოგიერთი სახელმწიფომ ცდილობს გააუქმოს გაუვრცელებლობის რეჟიმებისა და იარაღის კონტროლის ხელშეკრულება.

"ზოგიერთ ქვეყანას საშიში ცვლილებები შეაქვს მათ დოქტრინებში, რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვრების შემცირებას ემსახურებიან", - აღნიშნა რიაბკოვმა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბირთვულმა ხუთეულმა "უარი თქვა პეკინში გამართულ შეხვედრაზე გაეკეთებინათ ერთობლივი განცხადება.

სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ანდრეა ტომპსონთან ცალკე შეხვედრას გამართავს.


რიაბკოვისს ცნობით, მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას მცირე ზომის და საშუალო რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ 2 თებერვალს ამერიკა გეგმავს ხელშეკრულების გაუქმებას.

საშუალო და მცირე ზომის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1987 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა და აშშ-ს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა მოაწერეს. ლიდერები შეთანხმდნენ ყველა საკრუიზო ან საბრძოლო 500-დან 5500 კმ-მდე სიშორის რაკეტის განადგურების შესახებ.



0
136
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0