x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება მაინც მოუწევთ – გამოცდები სხვა ფორმატით კვლავ ჩატარდება


image

შეიქმნება შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ადგილზე კორუფციული შემთხვევები არ მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე კომენტირებისას ისაუბრა.


მიხეილ ბატიაშვილის თქმით, არსებობს გარკვეული კორუფციული რისკები, თუმცა ამას სამინისტრო დააზღვევს. ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ უქმდება საატესტატო გამოცდები, მაგრამ მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება მაინც მოუწევთ და ამ გამოცდებს თავად სკოლები ჩაატარებენ.


„ჩვენი ხედვა არის იქითკენ მიმართული, რომ არც ერთი ქვეყანა, არც ერთი წარმატებული მაგალითი არ არსებობს, სადაც განათლების სისტემის მთელი ორიენტაცია მიმართული არის გამოცდებზე. თუ არ გვაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, წარმოუდგენელია, მივიღოთ მაღალი ხარისხი განათლებაში. ამიტომ ჩვენი ხედვაც სწორედ ის არის, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ. სკოლა თავად უზრუნველყოფს ამ გამოცდების ჩატარებას და არ უნდა იყოს პანაცეა, მშობლების მთელი რესურსი და დრო არ უნდა მიემართებოდეს გამოცდებისკენ, რომელსაც შემდეგ ინსტიტუტებში რომ ვზომავთ, ვნახულობთ, რომ არაფერს გვაძლევს. სინამდვილეში ეს არის დროებითი ცოდნა. ჩვენც ჩაგვიბარებია ასეთი გამოცდები. ეს არის იმისთვის, რომ მივიდეთ გამოცდაზე, მივიღოთ რაღაც შეფასება და გამოსვლის შემდეგ დავივიწყოთ“.




„რა თქმა უნდა, მოსწავლეებს ისევ მოუწევთ საგნებში ცოდნის დადასტურება და დადასტურება მოუწევთ სწორედ სკოლებში, სკოლამ უნდა ჩაატაროს გამოცდა. ბოლო ორი წელი იყო მდგომარეობა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ფაქტობრივად სანახევროდ მიმდინარეობს. ამას ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ და მთელი ეს დრო იხარჯება გამოცდებისთვის. ვეთანხმები, რომ არსებობს კორუფციის რისკები, მაგრამ ამ ყველაფერში ჩართული იქნება სამინისტროც, რათა ასეთი ფაქტები არ მოხდეს. შეიქმნება შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ადგილზე კორუფციული შემთხვევები არ მოხდეს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ მომავალი თაობები შევწიროთ რაღაც რისკს, როცა ვატყობთ, რომ განათლება ქვევით მოდის. ჩვენი ერთადერთი მიზანია, საქართველოში განათლების ხარისხმა დაიწყოს ზრდა. ამიტომ ხარისხს ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლებში და ინსტიტუტებში. საგამოცდო სისტემა იქნება ის შუალედური რგოლი, რომელიც შეამოწმებს ბავშვების სკოლაში მიღებულ ცოდნას სკოლაშივე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.



აქტუალური თემები


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში


>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება


>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება


>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს


0
4036
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
4036
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0