x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სად არის მსოფლიოში ყველაზე მძიმე ფული,რომლის წონა 4 ტონაა?

image

ვიდრე მთელი მსოფლიო ცდილობს ლითონის მონეტები მთლიანად ქაღალდის ფულით, საბანკო ბარათებით და ვირტუალური გადახდით შეცვალოს, კუნძულ იაპის მაცხოვრობლები ამაყობენ საკუთარი ქვის ფულით, რომელიც 4 ტონას იწონის.


მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის კუნძულზე ოფიციალური ვალუტა აშშ დოლარია, იაპი უპირველეს ყოვლისა, ცნობილია სწორედ ყველაზე მძიმე ფულით.

image

კუნძული იაპი სინამდვილეში ოთხი კუნძლისგან შედგება, რომელიც ისე ახლოახლოა ერთმანეთთან, რომ ერთ მთლიან ტერიტორიას მოიცავენ.კუნძულები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების შემადგენლობაში შედის და გალაგებულია წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში.


2000 წლის მონაცემებით იაპის კუნძულების მოსახლეობა შეადგენდა 7391 ადამიანს.

image


XVII საუკუნიდან იაპის კუნძულები ჯერ იყო ესპანეთის, შემდეგ გერმანიის და ბოლოს იაპონიის კოლონია. 1947—1986 წლებში კუნძულები იმყოფებოდა აშშ-ის მეურვეობის ქვეშ.

image


იაპის კუნძულები ცნობილია მთელს მსოფლიოში, როგორც ქვის ფულის სამშობლო, ასევე უწოდებენ რაის ან ფიეს ქვებს, ეს არის უზარმაზარი ქვის დისკები, სადაც შუაში ნახვრეტი აქვს გაკეთებული.

image


ქვის ფულის ზომები არ არის რეგლამინტირებული, არის სავსებით პატარა "მონეტები" 3, 5 სანტიმეტრი დიამეტრის და ყველაზე დიდები, რომლის ზომა 3, 6 მეტრია, სისქე 50 სანტიმეტრი, ხოლო წონა 4 ტონაა, აღსანიშნავია, რომ იაპის კუნძულებზე არ არის კირქვა, ამიტომ, ქვის დისკებს მეზობელი კუნძულებიდან და ახალი გვინეადან მოიპოვებდნენ.

image

მეცნიერებს მიაჩნიათ, ქვის ფული პირველად გამოჩნდა კუნძულებზე ჩვ. წ.-ით მე-6 საუკუნეში, მაგრამ ფართოდ გამოიყენებოდა მე-11-მე-15 საუკუნეებში, საინტერესოა, რომ დიდი წონის ქვის ფული გადახდის დროს ადგილიდან ადგილზე არ გადაჰქონდათ, პირიქით, ფული ადგილზე რჩებოდა, უბრალოდ პატრონი ეცვლებოდა.

image

0
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0