x
image
მანანა თურმანიძე
დიადი თუ წყვდიადი

Image result for ზვიადი

ხშირად მსმენია - ისტორია მეორდებაო და ეს ფრაზა ისევე გაცვდა, როგორც ის სიბრძნე, რომ გამეორება ცოდნის დედაა. მე კი მგონია, ეს ის შემთვევაა, როდესაც გამეორება უმეცრების დედაა, ან სულაც ანჩხლი დედინაცვალი!

შორს ვარ ზვიადის იდელიზაციისგან და საერთოდ ვინმეს იდეალიზებისგან, რადგან არ მწამს კერპების. ცხადია, ალბათ მასაც ჰქონდა მისი შეცდომები და სუსტი მხარეები, ისევე, როგორც ყველა ლიდერს და ყოველ მოკვდავს. თუმცა, შეუძლებელია არ აღიარო, რომ ის ეროვნული გმირია, რომელმაც მამა-პაპის საუკუნეების ნანატრი დამოუკიდებლობა მოუტანა საქართველოს საკუთარი სიცოცხლის ფასად და ეჭვიც არ მეპარება, რომ სრულიად გაცნობიერებულად დადო სასწორზე საკუთარი სიცოცხლე ამ დიადი იდეის საპირწონედ! თუმცა, ვისთვის დიადი იყო და ვისთვის წყვდიადი, ჩვენ ხომ პარადოქსებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ.

"პროვინციული ფაშიზმი" - ასე უწოდეს მაშინ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ზვიადის წინააღმდეგ სწორედ ეს გახდა: "რა ხალხი ჰყავს შემოკრებილი"! მესმის, რომ ჩვენ უკიდურესი "სნობიზმით" შეპყრობილი საზოგადოება ვართ, ვერელს საბურთალოელზე უპირატესი ჰგონია თავი, მაგრამ როდესაც ზვიადს ადანაშაულებენ იმაში, რომ ინტელიგენციას განუდგა, მახსენდება ჩემი ახლობლის იმდროინდელი, არჩევნების წინა პერიოდში მონათხრობი ამბავი, თუ როგორ მივიდა ზვიადი ერთ-ერთ "ოპოზიციურ" პარტიასთან, რომლის წევრიც ის ახლობელი იყო მაშინ და ზოგადად ყველასთან, სრულიად საქართველოს ინტელიგენციასთან, თხოვნით, რომ გაერთიანებულიყვნენ მასთან ერთად ამ არჩევნებში, მაგრამ, სამწუხაროდ ყველამ ზურგი შეაქცია. კარგად მახსოვს ამაზე ჩემი რეაქცია და სიტყვები, რომლებიც უმოკლეს ვადაში გამართლდა - ზვიადმა და ქართველმა ხალხმა იმ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ინტელიგენცია, რომელიც თავად განუდგა ეროვნულ მოძრაობას, დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. სწორედ ეს აღმოჩნდა ეროვნული მოძრაობის თავზე საბედისწეროდ დაკიდებული დამოკლეს მახვილი.

უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა და ფაქტიურად რაც ხდებოდა მაშინ, ის ხდება ახლაც, თითქოს სცენარისტი იგივეა და სტილიც დაცულია, მხოლოდ პერსონაჟები იცვლებიან, ახლები შემოდიან ავანსცენაზე, ძველები - ზოგი დაბერდა, ზოგიც აღარ არის, სერიალი კი გრძელდება. ღვთის მადლით, იმედია ძმათასისხლისმღვრელ ომს მაინც აღარ დავუშვებთ, ალბათ ამდენი ჭკუა-გონება მაინც შეგვძინა ამ სავალალო გამოცდილებამ. თუმცა, იქ, სადაც სინდისი დუმს, ჭკუა-გონება ისეთივე საშიშია, როგორც უჭკუობა! სირაკუზის და დიონისიოს როლი კვლავაც უცვლელი რჩება ამ სცენარში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი უდიდებულესობა ისტორია თავად გადაწყვეტს, თუ ვინ იყო ზვიადი, ან რა იყო დიადი და რა წყვდიადი.

Image result for ზვიადი



https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/371349340086450/?notif_id=1548613862080721&notif_t=live_video_explicit


3
9
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
9
  
2019, 1 თებერვალი, 11:54
ქ-ნო მანანა, სრულ ჭეშმარიტებს ბრძანებთ... სამწუხაროდ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას არ უნდათ(არ შეუძლიათ?) ღვთის კანონებით ცხოვრება, არა და როგორ გამარტივდებოდა ყველაფერი, არა?... და კიდევ ერთ, ასე ვთქვათ ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ კომუნიზმ-კაპიტალიზმზე - ჩვენში (ანუ ვგულისხმობ მაშინდელ რუსეთის იმპერიას და საქართველოსაც) მართლაც ძალზედ მავნედ, გინდაც მახინჯურად განვითარდა ეს სოც-თანასწორობის იდეა, ამის მიზეზს მართლაც ვერ ჩავწვდი. არაფერ შუაშია დამოუკიდებლობა, საქართველოს იმ დამოუკიდებლობის პერიოდში არსებულ მინისტრებს, გაქცევისას ტომრით ხორბალი, სიმინდი და მსგავსი რამეები დარჩათ თურმე კაბინეტებში და არ დაგვავიწყდეს ისინიც სოციალისტები იყვნენ! :) . ეხლა შევხედოთ იმ ფაქტს, რომ მთელი სკანდინავიური ქვეყნები, პრინციპში ამ სოციალური სტრუქტურით მოეწყო და როგორც ყველა ვხედავთ, მშვენივრადაც. ზოგადად, კი როგორც თავშივე აღვნიშნე, გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ ღვთის სიყვარული გადაგვარჩენს, რაც ალბათ ეხლაც გვშველის- მთლიანად რომ არ გადავშენდით, თან არაერთგზისი ამგვარი საშიშროებისა, მე სხვა ახსნა არ მაქვს...
2019, 31 იანვარი, 3:54
ბ-ნო კახაბერ, მადლობა კომენტარისთვის, პატივს ვცემ თქენს აზრს, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველასთვის პასუხის გაცემა ალბათ უფლის პრეროგატივაა და ამქვეყნად სამართლის აღდგენა მითუმეტეს, ადამიანის შესაძლებლობების ზღვრებს სცდება. იმდენი უსამართლობაა ქვეყნად, სულ მცირე კეისარი უნდა იყო, რომ ყველას მიუზღა საკადრისი. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი გეთანხმებით, საბჭოთა ნომენკლატურას დიდად ვერ გასცდა საქართველო და არც კაპიტალიზმია იდეალური წყობა, თუმცა, კაცობრიობას ჯერ უკეთესი არ შეუქმნია, უფრო სწორად შექმნა იდეაში, სოციალიზმი და კომუნიზმი, მაგრამ უტოპიური აღმოჩნდა და დამარცხდა, დაამარცხა ადამიანის სიხარბემ და კორუმპირებულობამ. ის სისტემა, რომელშიც ჩვენ მოგვიხდა ცხოვრება, ჩანასახშივე არასწორი გზით ვითარდებოდა, ღვთის გმობის და ადამიანის ძირითადი უფლებების, მ.შ. ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის გზით და ლოგიკურად მივიდა იმ ჩიხამდე, რომელშიც უნდა შესულიყო. ღვთის და ბუნების კანონებს ვინც უარყოფს, ლოგიკური დასასრული დაანახებს ან ვერ დაანახებს ჭეშმარიტებას, მაგრამ ჭეშმარიტება ადრე თუ გვიან იმარჯვებს, ესეც ღვთის კანონია. ზვიადი კი არ დამარცხებულა, მისი სახელი უკვდავია და მისი საქმეც ასევე. საქართველოსთვის დამოუკიდებლობა და მისი სახელმწიფოებრიობა მარადიული ფასეულობაა, ასე რომ, ისტორიისთვის ზვიადი გმირია და დამარცხებულია ის ქართველი, ვინც ეს ფასეულობა აქამდე ვერ გააცნობიერა და ამაოებაშია ჩაფლული ყელამდე.
2019, 30 იანვარი, 16:20
აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პერსონაჟები დიდად არ შეცვლილან, იგივე პოსტ-საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლებს, ან მათ პირდაპირ თუ იდეურ მემკვიდრეებს უპყრიათ მართვის სადავეები ამჟამადაც ხელთ, რომლებაც მყისვე აუღეს ალღო კაპიტალისტური წყობის ყველაზე მახინჯ ფორმას და ის შემოგვახვიეს თავს. თუნდაც ედიკას ნათესაობა აიღეთ, ან იმავე თიბისის მართველი ხაზარაძე, რომელსაც ხახვივით შერჩა ჯერ კიდევ 1988 წ-ის გეპეის კომკავშირულ -"საგმირო" ვოიაჟი სულცხონებულ მერაბ კოსტავას წინააღმდეგ,.. და მრავალი სხვა. კიდევ რამდენი აწ "ცნობადი" თუ არა"ცნობადი" სახეებია, რომლებიც აკონტროლებენ და წარმოადგენენ საქართველოს პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტას და ერთმანეთშიც კი ქიშპობენ "საწყლები". უნდა აღსრულდეს სამართალი გინდაც დაიქცეს ქვეყნიერება, ზუსტად ასე თუ არა, მსგავსად თქვა კიესარმა და როგორი მართებულია. პირველი პრეზიდენტისა და ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველა, ვინც მახვილი დაძრა უნდა გასამართლდეს და სამართლიანად დაისაჯოს, მოიტანონ უკანვე, ოღონდ ქვეყნის ბიუჯეტში და არა ვიღაცის ჯიბეებში, როგორც მიშამ გააკეთა, ხალხისთვის წაგლეჯილი ქონება -აი, საიდან უნდა დავიწყოთ კანონიერების აღდგენაზე საუბარი!
0 1 3