x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წაგებული ფსონის პირობის თანახმად მთის მწვერვალზე საცურაო კოსტიუმით ასული გოგონა ხეობაში ჩავარდა და გაიყინა
image
ტაივანელი გოგონა, რომელიც ცნობილი გახდა ინტერნეტში მთაში საცურაო კოსტიუმით მოგზაურობით, გარდაიცვალა ტაივანის ეროვნული ნაკრძალის ხეობაში ჩავარდნის შემდეგ. ეს გავრცელებულია ტაივანის სამაშველო განყოფილების მიერ. - იუწყება რია ნოვოსტი.
მთაზე ასვლის დროს 36 წლის ტურისტს თან ჰქონდა სატელიტური ტელეფონი. მან მაშველებს დაურეკა და აცნობა, რომ ის 20 მეტრი სიმაღლიდან ხეობაში ჩავარდა და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს.

ცუდ ამინდის გამო ვერტმფრენებმა ვერ შეძლეს დასახმარებლად გასვლა, მაშველები იძულებულები გახდნენ ფეხით წასულიყვნენ.

წინასწარი მონაცემებით, ქალი ხეობის ძირში 40 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და გარდაიცვალა ჰიპოთერმიით.

ტაივანის ცენტრალური ამბების სააგენტოს ცნობით, 11 იანვარს ტურისტი გოგონა იუშანის ნაკრძალში შევიდა და გეგმავდა 24 იანვრამდე ბათუნგუანის მთაზე ასვლას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ გოგონას არ ჰქონდა ნებართვა ისეთ მაღალ მთაზე ასვლის, როგორიც იუშანია (ზღვის დონიდან 3592 მეტრი). თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა სიმაღლეზე სურდა ტურისტ გოგონას სურათის გადაღება.


ტაივანელი გოგონა არ იყო პროფესიონალი ალპინისტი. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ასეთი გატაცება მას გაუჩნდა წაგებული ფსონის შემდეგ. ფსონის პირობის მიხედვით, გოგონა უნდა ასულიყო მთაზე და იქ საცურაო კოსტიუმში სურათები გადაეღო. ოთხი წლის განმავლობაში, გოგონა თითქმის ას მწვერვალზე ავიდა და გადაიღო 97 სურათი საცურაო კოსტიუმში.

1
630
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
630
  
2019, 4 თებერვალი, 5:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1