x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..

მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს


image

მე-12 კლასელების პროტესტის მიზეზი ის არათანაბარი გარემო გახდა, რომლის დროსაც საატესტატო გამოცდები ამ წელს მხოლოდ მე-11 კლასელებს მოეხსნათ. ხოლო მე-12 კლასელები ჩვეულებრივ ჩააბარებენ 4 საგანს ატესტატის ასაღებად.


იხილეთ ვრცლად ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ მიიღო:


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში


>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება


>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება


>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს

გთავაზობთ აქციაზე შეკრებილ აბიტურიენტთა კომენტარებს მიმდინარე თემებთან დაკავშირებით:



თედო შარაბიძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: „განათლების სამინისტრო როგორც იქნა მიხვდა, რომ გამოცდების ეს სისტემა არაადეკვატურობის დიდი გროვაა. ეს არანაირ განათლების დონეს არ დებს რეალურად. არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მხოლოდ ჰუმანიტარული მიმართულება და არაფერს აძლევს დაზეპირებული ფიზიკა ან მათემატიკა. ისინი ელემენტარულად გარტყმით აბარებენ გამოცდას ან სხვებისგან იწერენ. როდესაც ძველ სისტემას ცვლი ახლით, მიხვდი, რომ ეს ცუდია. ჩვენ კი ვწუხვართ იმის გამო, რომ არასრულფასოვნად შეფასებული სისტემით უნდა ჩავაბაროთ გამოცდა.


image


ალექსანდრე ქოიავა, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე: სინამდვილეში, საატესტატო გამოცდები არის ძალიან ადვილი, საერთოდ არაა საჭირო ტვინი მის ჩასაბარებლად. საერთოდ, განათლების სისტემაა ძალიან ცუდი. პროგრამები არის ძალიან ძველი, ძველი მეთოდებით ასწავლიან, მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა… მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს ნიშანი და გამოცდა არის მოტივაცია. ეს ასე არ უნდა იყოს. ცოდნის მიღება რეალურად უნდა გინდოდეს, გულით უნდა სწავლობდეს. მე, მაგალითად, მინდა ვისწავლო კარგად მათემატიკა, პროგრამისტი მინდა გავხდე. ამ დონეზე ვერ მასწავლის სკოლა. მიწევს რეპეტიტორთან სიარული… ჩემი აზრით, ბევრი მიმართულებით არის ცვლილება საჭირო.



image


მარიამ პაპავა, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: მე ვფიქრობ, რომ როცა თორმეტი წელი დადიხარ სკოლაში, ოთხი გამოცდის ჩაბარება და ბარიერის გადალახვა კი უნდა შეძლო. რის გამოც გამოვედი აქ, არის ის, რომ არათანაბარი გარემოა… მე უფრო მომხრე ვარ პროფილური განათლების. მეცხრე კლასამდე უნდა ხდებოდეს ზოგადი განათლების მიღება, შემდეგ კი კონკრეტულ საგნებში გამოცდაც უნდა იყოს. მასწავლებლები უნდა იყვნენ იმ დონეზე მომზადებული, რომ შეძლონ მოსწავლეებისთვის ცოდნის მიცემა. არსებობს მასწავლებლების პრობლემა სკოლაში.



ზუკა ნემსაძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე: „არ გეგონოთ, რომ ჩვენ ბოღმიანები და შურიანები ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ თანაბარუფლებიანები. განათლების მინისტრის შეფასება, რომ ეს იყო არაეფექტური გამოცდები, ჩემთვის შეურაცხმყოფელია. გამოდის, რომ ორი წელია ვაბარებ გამოცდას, რომელიც არაეფექტური ყოფილა და არ მცოდნია. აჭარის განათლების მინისტრმა დღეს შეხვედრაზე გვითხრა, რომ ეს არის ლოგიკური ციკლი, რომელიც უნდა დასრულდესო. გამოდის, რომ ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ.


image


მე თუ მკითხავთ, საატესტატო გამოცდა საერთოდ არ უნდა მოხსნილიყო, პირიქით, იგი უნდა გაუმჯობესებულიყო, რადგან თორმეტწლიან გამოცდილებას ამტკიცებ სადღაც. მეორე მხრივ, ეს ერთგვარი სტრესი იყო ორი წლის განმავლობაში. ჩემი აზრით, სკოლამ არ უნდა დაკარგოს ფუნქცია და ასეთ განცხადებებს, რაც განათლების სამინისტრომ გააკეთა, სჭირდება სერიოზული მომზადება. ბავშვები, მეთერთმეტეკლასელები, სექტემბრიდან დადიოდნენ რეპეტიტორებთან. ახლა გამოდის, რომ აღარაა გამოცდა. იმათ კიდევ სხვა საფიქრალი აქვთ, ჩემი აზრით. მათ არ იციან რა მოხდება, ვიდრე სკოლას დაასრულებენ.


ჩვენ დილიდან გამოვედით ქუჩაში. მთავრობის სახლთანაც მივედით, უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ვთხოვეთ მხარდაჭერა. ბოლოს მინისტრს შეგვახვედრეს, რომელმაც წარმატება გვისურვა საატესტატო გამოცდებში. ზოგი გვეუბნება, რატომ აპროტესტებთ, ზოგადი განათლება ხომ უნდა გქონდეთო. ზოგად ცოდნას ჩვენ ისედაც უნდა გვაძლევდეს სკოლა. ქუჩაში როცა ვინმე გაგვაჩერებს და მოსაზრების გამოხატვას გვთხოვს, უცოდინრობა არ უნდა ჩანდეს ჩვენს კომენტარებში.


imageimage

0
348
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0