x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ერევნის ხანების სია რუსი გენერლის მიერ ერევნის აღებამდე, აქედან არც ერთი არ ყოფილა ეროვნებით სომეხი

image დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც 1827 წელს რუსეთის არმიის გენერალმა ერევანი აიღო და ერევნის ხანი იძულებული გახდა, ერევანი დაეტოვებინა.
სწორედ პასკევიჩის და რუსეთის იმპერიის დამსახურებაა, რომ ერევნის სახანოში უმცირესობაში მყოფ, პრაქტიკულად უუფლებო სომხებს "ლანგრით მიართვეს" სახელმწიფოებრიობა.
სწორედ პასკევიჩის დამსახურებაა თურქეთიდან დევნილი სომხების ჩასახლება სამცხე-ჯვახეთში და ასევე აზერბაიჯანულ მიწაზე სომხების დასახლება.
რუსეთის დამსახურებით იქნა ორ ძირძველ ქართულ და აზერბაიჯანურ ქვეყნებში სომხების დასახლება კომპაქტურად.
თანამედროვე სომეხი "ისტორიკოსები" დღევანდელ სომხეთთან ერთად აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილს "დიადი სომხეთის" ტერიტორიებად ასაღებენ და მათი თქმით, ამ ტერიტორიების ძირითადი მოსახლეობა თურმე სომხები ყოფილა.
თუმცა სომეხ "ისტორიკოსებს" ერთი დიდი "იაღლიში" მოუვიდათ - ერევნის სახანოში სულ 110 000 მცხოვრები იყო, ხოლო რუსეთთან მიერთების პერიოდში სომეხი მოსახლე მხოლოდ 20 000 იყო, ასე რომ, სახანოს და მოსაზღვრე აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებზე მათი პრეტენზია სრულიად უსუსური და უსაფუძვლოა.
უნდა ითქვას, რომ როცა ერევანი აიღო პასკევიჩმა, სახანოს ძირითადი მოსახლეობა თურქებისაგან და აზერბაიჯანელებისაგან შედგებოდა.
ერთხელ და სამუდამოდ, რომ მოვუღოთ ბოლო სომეხი "ისტორიკოსების" სპეკულაციებს აღნიშნულ თემაზე, გთავაზობთ ერევნის სახანოს მმართველების სიას და აქ თუნდაც ერთი სომეხი თუ აღმოაჩინეთ, საჯაროდ ვაცხადებ: მოვიხდი ბოდიშს!
1. ამირგუნე-ხანი (1604-1628).
2. ტახმასპ-ყული-ხანი (1628-1634).
3. ქალბალი-ხანი(1636-1641).
4. ქეთუხ აჰმად-ხანი (1641-1645).
5. ხოსრო-ხანი (1645-1650).
6. მუჰამედ-ხანი (1650 − 1655).
7. ნაჯაფ-ხანი ( 1655 − 1660).
8. აბბას ყული-ხანი (1660 − 1665).
9. სეფი ყული-ხანი ( 1655 − 1670).
10. სეფი ყული-ხანი || ( 1670 − 1675).
11. ზაალ-ხანი (1675 − 1680).
12. მურთაზ ყული-ხანი (1680 − 1682).
13. მუჰამად-ხანი (1682 − 1688).
14. ფარზალი-ხანი( 1688—1710)
15. ანირღუნე-ხანი ( 1710 − 1724).
16. ტახმასპ ყული-ხანი || ( 1736 − 1740).
17. მაჰმუდ ყული-ხანი (1740 − 1745).
18. მეხთი-ხან ქასიმლუ (1745 − 1748).
19. ჰასან ალი-ხანი(1748 − 1750).
20. ჰუსეინ ალი-ხანი (1750 − 1780).
21. მუჰამედ ჰასან-ხანი (1780- 1784)
22. გულამალი-ხანი (1784)
23. მუჰამედ-ხანი (პირველად 1784-1796)
24. ალიგულუ-ხანი (1796)
23. მუჰამედ-ხანი (მეორედ 1796—1804).
25. მეჰთი ყული-ხანი (1804 − 1806).
26. აჰნედ-ხანი (1806 − 1808).
27. ჰუსეინ ყული-ხანი (1808 − 1828).
ერევნის სახანოზე საქართველოს გავლენა დიდი იყო, სახანო რამდენიმეჯერ იყო საქართველოს ვასალი და ხარკს უხდიდა ქართლ-კახეთის მეფეს.
ერეკლე ||-ს არაერთგზის ჰქონდა მცდელობა, დაემორჩილებინა სახანო და საკუთარი გავლენის არეალში მოექცია.
1779 წელს ერეკლე || ჯარით შეიჭრა სახანოში და რამდენიმე სოფელი სწრაფად აიღო, ეს მოსახლეობა თან წამოიყვანა, რათა დაესახლებინა ლეკების თარეშის გამო დაცლილ ქართულ სოფლებში.
აღვნიშნავ, რომ ერეკლეს მიერ სახანოდან წამოყვანილი მოსახლეობიდან არც ერთი სომეხი არ იყო, რადგან იმ დროისათვის საქართველოსთან მოსაზღვრე სახანოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად არც ერთი სომეხი არ ცხოვრობდა.
1980 წელს ერეკლე მეფემ და ჰუსეინალი ხანმა დადეს სამშვიდობო შეთანხმება, რის შედეგადაც ერეკლეს მიერ ტყვედ წაყვანილი სახანოს მოსახლეობა დაუბრუნდა სახანოს.
თუმცა შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა მეფე ერეკლე აიძულა, მოლაპარაკება დაეწყო ჰუსეინალი-ხანის ძმასთან, მუჰამედ ჰასანთან, რომლითაც უნდა ჩანაცვლებულიყო ჰუსეინალი. თუმცა 1784 წელს სახალხო აჯანყებისას ორივე ძმა მოკლულ იქნა. სახანოს სათავეში მოვიდა ჰუსეინალის შვილი გულამალი.
ოსმალეთის იმპერიის სულთანს უნდოდა, გულამალი აემხედრებინა ერეკლეს წინააღმდეგ, თუმცა ერეკლემ დაასწრო და ერეკლეს ხალხმა ხანი სიცოცხლეს გამოასალმა. სახანოს სათავეში უკვე გულამალის ძმა მუჰამედ ხანი მოვიდა.
თურქები ბევრს ეცადნენ ახალი ხანი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოთ, მაგრამ უშედეგოდ.
ამავე პერიოდში ერეკლე ავარეთის მმართველთან, ომარ ხანთან ბრძოლაში დამარცხდა და მას უკვე ერევნის სახანოსთვის აღარ ეცალა.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსების თქმით, მათთვის სჯობდა ერევნის სახანო აეღო არა რუსეთის იმპერიის გენერალ პასკევიჩს, არამედ ქართველ მეფეს, რადგან რუსებისაგან და თანამედროვე სომხებისაგან განსხვავებით ქართველი მეფეები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ეთნოწმენდას არავის უწყობდნენ, მეტიც, საქართველო მაშინაც მრავალეროვანი იყო, მაგრამ არც ერთი ერის შვილს ეროვნების ან რელიგიური კუთვნილების გამო პრობლემები არ შეჰქმნია.
თანამედროვე სომხეთი დღეს მონოეთნიკურია, თუმცა იყო დრო საუკუნეების მანძილზე, როცა სომხები ერევნის სახანოში არანაირი პოლიტიკურ როლს არ თამაშობდნენ და არც რაიმე უფლებებით გამოირჩეოდნენ.
სამხრეთ კავკასიის დაპყრობის მერე რუსეთმა პრაქტიკულად აჩუქა სომხეთს აღნიშნული ტერიტორია ხელის გაუნძრევლად.

0
2916
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0