x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გაატარე წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მწერლებთან ერთად
image


წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიებას გამომცემლობა „პალიტრა L“ უერთდება და 1 და 2 თებერვალს წიგნის კითხვის საღამოებზე გეპატიჟებათ.


1 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეა“ (ჭავჭავაძის #7) და „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ (ბახტრიონის #11ბ) გიმასპინძლებთ. “წიგნის სახლში ბახტრიონზე“ მწერლებთან, თეა ინასარიძესთან და ტორესა მოსისთან ერთად წაიკითხავთ წიგნებს საჯაროდ, ხოლო „ბიბლუსი გალერეაში“ თქვენთან ერთად ამონარიდებს საყვარელი წიგნებიდან კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები: იაგო თვალაბეიშვილი და შორენა ხუხუა წაიკითხავენ.



image



2 თებერვალს კი, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (ჭავჭავაძის #7) და 17:00 საათზე მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ (ჭავჭავაძის #17ბ), ასევე, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები გიმასპინძლებენ. „ბიბლუსი გალერეაში“ თათული ღვინიანიძე, გვანცა გუბელაძე და ნათია ჯაგოდნიშვილი; მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ _ ელის დოჯსონი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.


წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”.



0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0