x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რატომ ხდება ასე ანჯელინა ჯოლი?

ანჯელინა ჯოლი უკვე დიდი ხანია რაც მოხვდა მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ვარსკვლავების სიაში. ვიეტნამიდან, სადაც ის ოჯახთან ერთად ისვენებდა, ანჯელინა საგრძნობლად გამხდარი ჩამოვიდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით მისი წონა არის დაახლოებით 44 კგ, რაც მისი სიმაღლისთვის, 173 სმ, მეტისმეტად მცირეა. ყოველ წელს მსახიობი სულ უფრო და უფრო ხდება და სექსუალური ლარა ქროფტი თანდათანობით მოჩვენებას ემსგავსება.

ამბობენ ენჯი ხშირად არ ჭამს სადილს ბოლომდე და ხანდახან საერთოდ ავიწყდება, რომ „ჭამის დროა“. მთლიანობაში მისი დღიური კვება შეადგენს 600 კალორიას.

მისი მეუღლე, ბრედ პიტი, სხვადასხვა ჟურნალებისათვის მიცემულ ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ანჯელინას ხშირად ავიწყდება ჭამა და შეუძლია მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ თხილის რამდენიმე მარცვალი და მარმელადი მიირთვას. ხოლო თუ ვახშამი მაინც შედგა, ის აუცილებლად შედგება სამარხვო სტეიკისა და 1 ჭიქა წითელი ღვინისგან.

მსახიობმა აღიარა, რომ მადას კარგავს სტრესულ სიტუაციებში. ის განსაკუთრებით ხდება, მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში მძიმე ემოციონალური დღეები დგება. მაგალითად, 2007 წელს, როდესაც ანჯელინას დედა გარდაიცვალა, ის ძალიან გახდა. ის ამბობდა: „მე ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ როდესაც დედა დავკარგე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა. თუმცა ხალხს ურჩევნია იფიქროს
რომ ძალით ვცდილობ გახდომას, ვიწრო ჯინსებში რომ „ჩავჯდე“ და არა იმიტომ, რომ მძიმე პერიოდი მაქვს.“

გთავაზობთ რამდენიმე სურათს.


imageimageimageimageimageimage




3
2196
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:sunshine
sunshine
2196
  
2013, 22 თებერვალი, 11:21
მაინც ღვთაებააა
2012, 18 ივლისი, 21:32
ხო 44 კიარა 48 იქნება
2012, 15 ივლისი, 16:11
ხო , ასე ამბობენ თუმცა ვიზუალურად ძალიან ლამაზი ფორმები აქვს მაინც. რაიმე არაპროპორციულს ვერ ვამჩნევ . ნუ გახდიან ამასაც სალაპარაკოს
0 1 3