x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ოქრო სამშობლოს - გერმანელი ქალბატონების ერთგულება სამშობლოს
image


1813 წელს გერმანიის გამათავისუფლებელი ომის დროს გერმანიის პრინცესა მარიანამ შესთავაზა პრუსიელ ქალებს ოქროებისა და ძვირფასეულობის ჩაბარება გერმანული არმიის დასახმარებლად. სამაგიეროდ, მათ აძლევდნენ ასეთივე ძვირფასეულობებს, მაგრამ რკინისგან დამზადებულებს. სხვა შემთხვევაში მათ ასევე შეეძლოთ რკინის ბეჭდების მიღება, რომლებზეც ეწერა: «Gold gab ich für Eisen» («გავეცი ოქრო რკინისთვის»). ასეთი სამკაულების ტარება გაცილებით უფრო საპატიო იყო, ვიდრე ძვირფასეულობები.


ისტორიაში ეს იყო ქალების მხრიდან სახელმწიფოებრივი და პატრიოტული აზროვნების მასობრივი გამოვლინების ერთ-ერთი უდიდესი შემთხვევა.



image



მსგავსი აქცია მოხდა იტალიაშიც 1935 წელს. მას შემდეგ, რაც მუსოლინიმ აბისინიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები წამოიწყო, ერთა ლიგის ნაწილმა იტალიას ბოიკოტი გამოუცხადა (ძირითადად ინგლისმა და საფრანგეთმა), 18 დეკემბერს, იტალიელებმა ჩააბარეს თავიანთი საქორწინო ბეჭდები (ნებაყოფლობით) და სანაცვლოდ მიიღეს რკინის ანალოგი წარწერით: "ოქრო სამშობლოს - 18 ნოემბერი XIV წელი". პირველებმა ბეჭდები ჩააბარეს იტალიის დედოფალმა და მუსოლინის მეუღლემ.


0
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0