x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
იუშკა - მსაჯი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და "ზარიასთან" ნამატჩევს თბილისიდან ძლივს გააპარეს, თავს იმართლებს
იუშკა
ქართველ გულშემატკივარს გველის ნაკბენივით ახსოვს ლიტველი რომუალდას იუშკას 1977 წელს თბილისში "დინამოსა" და "ზარიას" მატჩში მიკერძოებული მსაჯობა. "დინამო" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო. ამ შეხვედრაშიც არბიტრმა უკადრებელი იკადრა:

გაგანია ზაფხული იყო, სტადიონი როგორც ყოველთვის, გაივსო და მაყურებელი აღშფოთებული იყო მსაჯით. დაიწყო სკანდირება:"სუდია პედარ...". საერთოდ, "დინამოზე" მაყურებელთა ზეწოლის გამო არაობიექტურად მსაჯობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამ არბიტრმა კი წნეხს გაუძლო.

მან "ვერ შენიშნა" ვოროვშილოვგრადელთა (მაშინ ლუგანსკს ვოროვშილოვგრადი ერქვა) უხეშობა, ორჯერ ხელით
თამაშისთვის არ დანიშნა მათ კარში პენალტი, არ დადო მათ კარში თერთმეტმეტრიანი შეხვედრის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელის მოცელვისათვის, რადგან საფინალო სასტვენი 2 წუთით ადრე მისცა. ამ დროს მოედანზე ერთი ახალგაზრდა გადახტა, რომელსაც მილიციელებმა ცემა დაუწყეს. ვეღარ მოითმინა ხალხმა, მოედანზე გადავიდა, მილიციელები მაგრად გალახეს, ხოლო იუშკა სტადიონიდან და თბილისიდან ძლივს გააპარეს.

მას შემდეგ 42 წელი გავიდა და 77 წელს მოყრილმა იუშკამ უკრაინული football.ua-თვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრაც გაიხსენა.
დინამო
0
127
2-ს მოსწონს
ავტორი:Sportall.ge
Sportall.ge
127