x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
5 ლეგენდარული კაბა მსოფლიო კინომატოგრაფიიდან
image
როცა ვუყურებთ ფილმს, რა თქმა უნდა, უპირველესია ჩახლართული თუ მძაფრად განვითარებული სიუჟეტი, მაგრამ მაყურებლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მსახიობების ოსტატობა, მათი გარეგნობა, ფილმის ატმოსფერო, დეკორაციები, ინტერიერები და კოსტიუმები! ზოგჯერ ისინი ფილმის ისტორიაზე მეტად წარმატებული და დასამახსოვრებელია.


წარმოგიდგენთ მსოფლიო კინომატოგრაფიის 5 საკულტო კაბას, რომელიც მილიონობით მაყურებლის გულებში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.


1)მერილინ მონროს კაბა ფილმიდან “Seven Year Itch”-(1955). მიუხედავად იმისა, რომ ამ კომედიამ რამდენიმე პრიზი დაიმსახურა და ასი საუკეთესო ამერიკული კინოკომედიის სიაში საპატიო ადგილიც მიეკუთვნა, ფართო საზოგადოებას მაინც მონროს თეთრი, აფრიალებული კაბის წყალობით ახსოვს.

კაბა შექმნა მხატვარმა, უილიამ ტრავილამ, ხოლო ფილმის რეჟისორი იყო ბილი უაიდერი. ეს ის უაიდერია, ოთხი წლის შემდეგ "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" რომ გადაიღებს.


image

image

image



2)ოდრი ჰეპბერნის კაბა ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან"(1961)-ერთ-ერთი მთავარი, რაც მაყურებელს დაამახსოვრდა, ეს არის მთავარი გმირის, ჰოლი გოლითლის შავი გრაციოზული კაბა, შავი ხელთათმანები, დიადემა და მარგალიტის კოლიე.

image

image

image




3)ვივიენ ლის კაბა ფილმიდან ქარწაღებულნი(1939) - კადნიერი და ჭირვეული სკარლეტ ო'ჰარა ზურმუხტისფერი ხავერდის კაბით, რომელიც ძველი ფარდისგან შეიკერა, ცდილობს, რეტ ბატლერის გული მოინადიროს, რომ მისი ფული ჩაიგდოს ხელში.


image

image

image



4)ჯულია რობერტსის კაბა ფილმიდან "ლამაზმანი"(1990) - საკულტო ფილმში ყველაფერი ჩინებულია – სიუჟეტი, მსახიობების ოსტატობა, სიმღერები და რა თქმა უნდა, მეძავი ვივიან უორდის კაბა, რომლითაც ცხოვრებაში პირველად მიდის ოპერაში. თავდაპირველად კოსტიუმების მხატვარს, მერლინ ვენსს შავი კაბა ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ბოლო მომენტში წითლით შეცვალა და 9-შიც გაარტყა.

image

image



5)კეიტ უინსლეტის კაბა ფილმიდან "ტიტანიკი"(1997) - რა თქმა უნდა, გახსოვთ სცენა, როდესაც როუზი საღამოს კაბაში და თეთრ ხელთათმანებში გემბანის კიბეებზე გამოჩნდება, რა დროსაც ჯეკი(ლეონარდო დიკაპრიო)ადგილზე გაშეშდება.

image

image



image


ასევე დაგაინტერესებთ


1)ყველა ქალს სურს, რომ ფრჩხილის ლაქი მალე გაშრეს, მით უმეტეს თუ გეჩქარებათ, აი მარტივი რჩევა: ჩაყავით შეღებილი ფრჩხილები ცივ წყალში და სულ რაღაც სამიოდე წუთში ლაქი გაშრება. 2)სავარცხელს თუ საყვარელ სუნამოს შეასხურებთ და შემდეგ თმას დაივარცხნით, თმაზე არომატი მთელი დღე გაგყვებათ. 3)აღმოჩნდა, რომ გატეხილი პომადა შეგიძლ...

2018, 20 დეკემბერი, 8:35
როცა ცნობილი მოდელები, მსახიობები თუ მომღერლები კეკლუცობენ ზედმეტად ღია კაბებში, როგორც იტყვიან, სამუშაო აიძულებთ მათ ასე მოქცნენ.მართლაც, , მოკრძალებული ფორმით გამოჩენის დროს, რისკის ქვეშ იმყოფებიან და შესაძლოა თავიანთი გაბედული კოლეგა-კონკურენტებისს ჩრდილქვეშაც მოქცნენ და ფოტო რეპორტიორების ყურადღების გარეშეც დარჩნენ. ალბათ, ...
2018, 18 ნოემბერი, 15:12
GORGEOUS-ის(კოსმეტიკური ბრენდი) მოდელმა უარი თქვა დამორჩილებოდა მოდის სტანდარტებს, როდესაც უთხრეს, რომ მისი სტანდარტი მხოლოდ პორნო ინდუსტრიას შეესაბამება. ოლირია როიმ, როდესაც მშობლიურ რუსეთში სცადა მოდელად მუშაობა უთხრეს, რომ მისი ტანის აგებულების გამო ვერასოდეს იქნებოდა წარმატებული, თუმცა დღეს ოლირიას "ინს...
1
426
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
426
  
2019, 31 იანვარი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1