x
image
ნათია ჩხობაძე
როგორ დავსაჯოთ ბავშვი ისე, რომ თვითშეფასება არ გავუნადგუროთ
სტატისტიკის მიხედვით, ყველა მშობელი დარწმუნებულია იმაში, რომ სწორად

ზრდის შვილს. image
პრაქტიკაში, ყველაფერი ასე ადვილად არაა. საჭიროა, რომ ვმართოთ ჩვენი ემოციები, რათა არ მივაყენოთ ბავშვის თვითშეფასებას სავალალო ზიანი. უარყოფითი, რაც ჩვენს საქციელს მოყვება შეიძლება იყოს:სტრესი, შიშები, კომპლექსები, განვითარები შეფერხება და სხვა.
გასწავლით როდის არის საჭირო დასჯის, როგორც აღზრდის ფორმის გამოყენება და როდის არუნდა გამოვიყენოთ.


1. უბოროტო ქმედებისთვის არ დასაჯოთ ბავშვიimage

უმრავლეს შეთხვევაში ბავშვის ქმედება არა ზიანის მიყენებაზეა ორიენტირებული, არამედ ინსტიქტზებზე, რომ გამოსცადოს რაიმე ახალი. თუ ბავშვის საქციელის მიზანი სამყაროს გაცნობაა, მაშინ ჯობს მხარი დავუჭიროთ მათ. ბავშვს იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს დააშავებს, უნდა აჩვენოთ სიტუაციის გამოსწორების გზები. მათ უნდა დაანახოთ, რომ შედეგებზე პასუხისმგებლები არიან თვითონ .

დასჯა ისეთი საქციელისთვის, რაც ბავშვს შემთხვევით მოუვიდა, განაპირობებს სუსტი, არააქტიური პიროვნების ჩამოყალიბებას, სხვებზე დამოკიდებულებას, უინიციატივობას.


2. ბრძანება და თხოვნა-სხვადასხვაა


როცა ბავშვს იმ მოტივით, რომ მშობელი ხართ რაიმეს უბრძანებთ, თხოვნის მაგივრად, შესაძლოა მიაყენოთ ზიანი. ემოციურად ძლიერი ბავშვი ამას გადაიტანს ადვილად, მაგრამ სუსტისთვის ძალიან რთული იქნება. მოზრდილობის ასაკში შესაძლოა ჩამოუყალიბდეს დანაშაულის გრძნობა. ის შეასრულებს აბსოლიტურად ყველა ადამიანის მოთხოვნებს, რადგაან ექნება შიში ნეგატიური შედეგების რაც შეიძლება მოჰყვეს უარის თქმას.




3. თუ სჯით, გააკეთეთ ეს უემოციოდimage

როცა შვილი არ ემორჩილებათ, ზოგიერთი მშობელი გამოხატავს სიბრაზესა და რისხვას. ასეთი ემოციები უნდა დათრგუნოთ. ბავშვს, რომელსაც ჯერ კიდევ ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს ხშირი ყვირილი მშობლების სულაც არ აინტერესებს.

მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ყვირილს ძალიან ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია. მომავალში, ასეთი ბავშვები ყოველთვის დაემორჩილებიან, მათზე სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანებს, იქნებიან მათზე დამოკიდებულები. დაფიქრდით! გინდათ კი თქვენი შვილისთვის ეს?


4. სახალხო დასჯა დაუშვებელიაimageსახალხოდ დასჯა ბავშვში იწვევს სირცხვილის გრძნობას და მშობლებისადმი უნდობლობას. ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა:" რას იტყვიან სხვები?". ბავშვებს, რომლებსაცც სახალხოდ სჯიან, უვითარდებათ ნარცისტული ტენდენციები.


5. თუ ემუქრებით, რომ დასჯით-აუცილებლად უნდა დასაჯოთ!image

თუ დაემუქრებით, რომ ცუდი ქცევისთვის დასჯით, აუცილებლად უნდა დასაჯოთ! შეუსრულებელი მუქარა, ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, უარესია ვიდრე დაუსჯელობა. ბავშვი ხვდება, რომ მშობლების "სიტყვებს ჰაერს ატანენ". ის მათ აღარ ენდობა. ასე ბავშვი ვერ მიხვდება რა საკეთებს ცუდს და რას კარგს.


6. არიცით რომელმა დააშავა? დასაჯეთ ყველა!image

თუ არ იცით რომელია დამნაშავე, ერთის დასჯა -გამოსავალი არაა. თუ მეგობრებთაან ერთადაა, მაშინ საერთო კრიტიკა საკმარისია. თუ საქმე დებს ან ძმებს ეხება, მაშინ ორივე ერთად დასაჯეთ. მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ საქციელი მართლაც სერიოზულია.


7. ბავშვი წარსულ შეცდომებს ვერ იმახსოვრებს, მხოლოდ აწმყოზე არის ორიენტირებული

ბავშვის დასჯა რაც ადრე ჩაიდინა იმისთვის არ შეიძლება! ამ შემთხვევაში ჯობს დასჯაზე უარი თქვათ, თუ ცუდი საქციელის შესახებ გვიან გაიგეთ. ის ვერ მიხვდება რისთვის სჯით, ამიტომ შესაძლოა ზიანი მიაყენოთ მის თვიშეფასებასა და ინიციატივას.


8. დასჯა ასაკისა და ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს

imageდასჯა უნდა იყოს დაბალანსებული. ერთნაირად არუნდა დასაჯოთ სხვადასხვა საქციელისთვის. პატარა შეცდომებს, მსუქბუქი სასჯელი ჭირდება და პირიქით!


9. საყვედური ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე!

image

ძლიერი ემოციების ფონზე ეს შეიძლება ხშირად დაგემართოთ. ბევრი მშობელი ამას ვერც კი ამჩნევს, რომ საყვედური ბავშვის შეურაცხყოფაში გადადის. ეს დაუშვებელია! ბავშვის საქციელზე რეაქცია, შეურაცხყოფებით არ გამოხატოთ, თორემ გაანადგურებთ მათ თვითშეფასებას.

გოგონებზე ეს განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს. სწორი აღზრდა- ღირსეული, ჯანმრთელი პიროვნების ჩამოყალიბების საწინდარია.

გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენტარებში!










0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0