x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მიზეზი იმისა თუ რატომ კლავენ და ასახიჩრებენ ალბინოსებს აფრიკაში, განსაკუთრებით კი ტანზანიაში
image

აღმოსავლეთ აფრიკა და განსაკუთრებით ტანზანია არის ტერიტორია ალბინოსების ანომალიურად დიდი რაოდენობით - ის 15-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ნეგროიდი ალბინოსები ადგილობრივი საზოგადოების ყველაზე სუსტი და ჩაგრული ნაწილი არიან - მათზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ნადირობენ, მათ ნაწილებად ჩეხავენ და აბარებენ როგორც წამალს. დასავლეთი ცდილობს მათ გადარჩენას სპეცინტერნატების საშუალებით.

საშუალოდ მსოფლიოში 20 000 ადამიანზე 1 ალბინოსი მოდის. ტანზანიაში ეს შეფარდება შეადგენს 1:1400, ხოლო კენიასა და ბურუნდიში 1:5000. მეცნიერებს ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ ზუსტად ახსნან, თუ რატომ არის ალბინოსების პროცენტი ასეთი მაღალი სწორედ ამ ტერიტორიებზე. ცნობილია, რომ ამ გადახრის გენი უნდა გააჩნდეს ორივე მშობელს, რომ მათი ბავშვი დაიბადოს ალბინოსი. ტანზანიაში ალბინოსები ითვლებიან საზოგადოების ყველაზე გარიყულ ნაწილად, ამიტომ ისინი ძირითადად ერთმანეთზე უღლდებიან. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის მიზეზი ამ ტერიტორიებზე ამ ადამიანების ანომალიურად მაღალი პროცენტის.


image



ალბინოსების მაღალი პროცენტი "რეგულირდება" მათდამი - პირდაპირი მნიშვნელობით! - სამომხმარებლო მიდგომით ადგილობრივი ნეგროიდების მიერ. აქ, სულ მცირე, 5 საუკუნეა არსებობს ცრურწმენა, რომ ალბინოსის ხორცს სამკურნალო თვისებები აქვს და მათზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს. მხოლოდ 2006 წლიდან, ტანზანიაში სულ მცირე 71 ალბინოსი მოკლეს, 31 ალბინოსმა კი შეძლო მონადირეებისგან თავის დაღწევა. მონადირეების აზარტის გაგება შესაძლებელია: ალბინოსის ხორცი, თუ მას მიჰყიდიან ექიმბაშებს და აფრიკული ტომების გრძნეულებს - ენა, თვალები, კიდურები და ა.შ. - ღირს 50-100 ათასი დოლარი.


"მოთხოვნა" ალბინოსებზე მკვეთრად გაიზარდა აფრიკაში შიდსის მასშტაბურ გავრცელებასთან ერთად. გაჩნდა მორიგი ცრურწმენა, რომ ალბინოსების გამხმარი გენეტალიების ჭამა კურნავს ადამიანს შიდსისგან.
არსებობს კიდევ რამდენიმე ცრურწმენა, რის გამოც ალბინოსებს ასე დაუნდობლად ხოცავენ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ბოლო საუკუნეების განმავლობაში ალბინოსები ევროპელი თეთრკანიანი "ეშმაკების" საიდუმლო დავალებების შემსრულებლები არიან აფრიკაში.


image


ბოლო დრომდე ალბინოსებზე ნადირობა ფაქტობრივად არ ისჯებოდა კანონით, ადგილობრივი საზოგადოება ხშირად აცხადებდა მათ "უგზოუკლოდ დაკარგულებად". დასავლეთის ქვეყნების ძლიერი ზეწოლის შედეგად, ადგილობრივი მთავრობები აიძულეს სერიოზულად მიუდგნენ ალბინოსების მხეცურად მოკვლის საქმეებს და ასევე შესაბამისად დასაჯონ დამნაშავეები.


image


2009 წელს ჩატარდა ალბინოსების მკვლელების პირველი სასამართლო პროცესი. მსჯავდებულთა სკამზე აღმოჩნდა სამი მამაკაცი, რომლებმაც 14 წლის ალბინოსი ბიჭი მოკლეს და დაანაწევრეს.
მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ კანიბალები უფრო გამჭრიახეები გახდნენ: ისინი ალბინოსების მოკვლის მაგივრად აჭრიდნენ მათ კიდურებს. დაჭერის შემთხვევაში კი სასამართლოს განაჩენი გაცილებით უფრო ლმობიერი ხდებოდა, ვიდრე მკვლელობის შემთხვევაში და ის შეადგენდა 5-7 წელს ციხეში.
ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 90 ალბინოსს მოაჭრეს კიდურები, ასეთი "ოპერაციების" შედეგად 3 მათგანი გარდაიცვალა.


image


აფრიკაში ალბინოსების 98% ვერ აღწევს 40 წელს. თუმცა ამის მიზეზი არამხოლოდ მათზე ნადირობაა. მათი კანი და თვალები განსაკუთრებით მძაფრად ითვისებენ ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ 16-18 წლის ასაკში ისინი 60-80%-ით კარგავენ მხედველობას, ხოლო 30 წლისთვის 60%-იანი ალბათობით კანის კიბო უვითარდებათ.
მათი ჯანმრთელობის გადარჩენა არც ისე რთულია - საჭიროა მზის სხივებისგან დამცველი მალამოს მოხმარება და სპეციალური სათვალეების ტარება. თუმცა აფრიკაში ალბინოსებს ძალიან იშვიათად აქვთ ამის საშუალება.


image


ალბინოსებისთვის ერთადერთი იმედი - დასავლეთის ყურადღებაა. დასავლეთი კი თავის მხრივ დიდ ყურადღებას აქცევს ალბინოსებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ტანზანიაში და აღმოსავლეთ აფრიკაში დიდი რაოდენობით ჩააქვთ პრეპარატები ალბინოსებისთვის, და რაც მთავარია - დასავლეთის ფულადი დახმარების შედეგად მათთვის შენდება სპეცინტერნატები, სადაც მაღალი კედლებისა და მცველები იცავენ მათ გარშემო არსებული სასტიკი რეალობისგან.


image

1
222
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
222
  
2019, 28 იანვარი, 3:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1