x
image
რუსუდან ნადირაშვილი
გაზრდის თუ არა პურსა და პროდუქტებზე ფასებს ორგანიზაციებისთვის გაზის გაძვირება?

image


საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება. თუმცა, აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება, რადგან როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ამჟამად ბუნებრივი გაზის ფასი, რომელსაც კომპანიები მოიხმარენ, 85 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, მათთვის "ცვლილება უმნიშვნელოა".
„გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით, ახლა 85 თეთრს ვიხდით თუმცა 86 თეთრი თუ გახდა, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ფასზე, 1 თეთრი არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გავაძვირეთ პურის ფასი, რაც ყველაფრის გაძვირებას მოჰყვა. თუმცა, პრინციპში ჩვენი პური ძვირი არ არის, რადგან თუ მომხმარებელი აწონის იმ პურსБ რომელსაც 60 თეთრად ყიდულობს და ჩვენს პურს, სხვაობას ნახავს. ანუ სხვისი სამი პური ჩემი ორი პურის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ მაგ დონემდეც არ გაგვიძვირებია ფასი“, - „იფქლი1“-ის ხელმძღვანელმა დავით ვასაძემ.
ანალოგიური პასუხი გაგვცა შპს „იფქლი“-ს ხელმძღვანელმა არისო ბოჭოიძემ და აღნიშნა, რომ გაზის ფასი „თუ 86 თეთრი გახდება, ეს ფასზე არანაირად არ იმოქმედებს“.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“განცხადების მიხედვით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება”.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46, 139 თეთრი.
1
39
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
39
  
2019, 28 იანვარი, 3:52
მარტო გაზი? ფქვილი 52-54 ლარი გახდა
0 1 1