x
image
- შარლოტა -
პატარა შავი კაბა, შეუცვლელი ელემენტი - კრისტიან დიორი




image
პატარა შავი კაბა შეუცვლელი ელემენტია ქალის გარდერობში ამბობს კრისტიან დიორი, გაბრიელ შანელის ქმნილებაზე კორსეტების მეტისმეტი
მოსართავებისა და არშიების ტყვეობაში მყოფი ქალებისათვის უბრალო, ელეგანტური
ზედმიწევნით ქალური და ოდნავ პირქუში პატარა შავი კაბა ნამდვილი ხსნა იყო

20-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილი კლასიკური შედევრი დღემდე არ კარგავს
აქტუალობას. იგი ყველა ქალის გარდერობში ძირითად ატრიბუტს წარმოადგენს
ყველა კოლექციაში დაჯავშნულია მისთვის ადგილი.

image
1926 წელი იდგა ახალი შექმნილი იყო სუნამო “ შანელი ნომერი ხუთი '' კომპანიამ
საბოლოოდ თქვა უარი მაქმანებსა და კორსეტებზე. გაბრიელს კარგად ახსოვდა
მკაცრი უნიფორმები რომელიც ობოლთა პანსიონეტში ეცვათ.
ქვეყანა ჯერ კიდევ იშუშებდა ომის ჭრილობებს სწორედ გლოვას მიუძღვნა დიზაინერმა
შავი ფერი თუმცა ამბობდნენ შანელში ბევრი შავი წარუმატებელ სიყვარულს უკავშირდება, ასე შეიქმნა პატარა შავი კაბა თავდაპირველი მოდელი, მუხლამდე სიგრძის იყო სწორი ფორმით
ყოველგვარი სამაგრის და ღილის გარეშე ვერ ნახავდით ნაკეცებს და გოფრებს.
წარმატება შექმნისთანავე ერგო და შემდეგ მთელ პლანეტას მოედო რის შემდეგაც
ბევრი სახეცვლილება მიიღო, სხვადასხვა დიზაინერმა საკუთარ გემოვნებას მოარგო

image
20-იან წლებში პატარა შავი კაბა “ ა ლა გაღსონის '' სტილს მოერგო
30-იან წლებში “ საბედისწერო ქალის ''
50-იანებში კი გლამურული და სექსუალური გახდა.. პატარა შავი კაბა
რომ მეტად იდეალურია წითელ ხალიჩაზე, ცნობილები ერთხმად თანხმდებიან
სადა და გენიალური ქმნილება არასდროს ბერდება. image





0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0