x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მაიკლ ჯექსონი მართლაც აუპატიურებდა პატარა ბიჭებს
image

მაყურებლებს გული ერეოდათ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, რომელმაც დაადასტურა "პოპის-მეფის" პედოფილიისადმი მიდრეკილება.



შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა "დატოვო ნევერლენდი"(Leaving Neverland), რომელსაც კრიტიკოსებმა შოკისმომგვრელი უწოდეს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, პრემიერაზე ბევრ მაყურებელს გული ერეოდა, დარბაზში მორიგეობდნენ სამედიცინო მუშაკები.

imageფოტოზე:ფილმის პრემიერაზე რეჟისორი დენ ჰალი, ჯეიმს სეიფჩაკი და უაიდ რობსონი.




ფილმის პრემიერა შედგა პარასკევს "სანდენსის" კონოფესტივალზე, პარკ-სიტიში, შტატი იუტა. ეს გახლავთ ოთხსაათიანი ფილმი, სადაც მთავარი მთხრობელები იყვნენ: უაიდ რობსონი(Wade Robson) და ჯეიმს სეიფჩაკი(James Safechuck) - მაიკლ ჯექსონის მთავარი მსხვერპლნი, რომელთაც თავად "პოპის მეფე" მათ "პატარა მეგობრებს" უწოდებდა.

ფილმი სულ მალე ასევე გავა HBO-ს არხზე.

image

მოცეკვავე უაიდ რობსონმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რაც ხდებოდა მის თავს; მისი თქმით, ჯექსონი ნევერლენდის რანჩოში 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა იქამდე, სანამ 14 წლის არ გახდა. იგივე მოგონებები აქვთ სხვა ბიჭებსაც, ვინც ნევერლენდში ცხოვრობდნენ.

imageფოტოზე:მაიკლ ჯექსონი და უაიდ რობსონი


შეგახსენებთ, მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა პედოფილიის ბრალდებით, თუმცა მისი ბრალეულობა ვერ დამტკიცდა.


პირველად გასამართლდა 1993 წელს, 13 წლის ჯორდანი ჩენდლერის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის. ჯორდანი ჯექსონის ფანი იყო და ხშირად სტუმრობდა მას ნევერლენდ რანჩოში. მამამისის განცხადებით, შვილმა აღიარა, რომ მომღერალმა იძულებული გახადა, ხელი მოეკიდა მისი სასქესო ორგანოებისთვის.


პოლიციამ გამოიძია ეს ბრალდება. შედეგად, მხარეებმა ზავი დადეს: ჯექსონმა ჩანდლერის ოჯახს 22 მილიონი დოლარი გადაუხადა, ხოლო ჯორდანმა უარი თქვა, ჩვენება მიეცა ჯექსონის წინააღმდეგ.


ათი წლის შემდეგ, 2003 წელს, მაიკლი კვლავ დაადანაშაულეს მსგავსი ბრალდებით. ამჯერად, მომღერალს ბრალი ედებოდა 13 წლის გევინ არვიზოს წინააღმდეგ, რომელიც ასევე მუდმივად სტუმრობდა ნევერლენდ რანჩოს.


რანჩოზე ყოფნის დროს ბავშვებს ხშირად ეძინათ ჯექსონის ოთახში და მეტიც, ჯექსონის საწოლშიც.

ბრალდების თანახმად, ჯექსონმა ჯერ დაათრო გევინი, შემდეგ კი მასთან ერთად მასტურბირებდა, გევინის თქმით, მომღერალი იგივე ქმედებებს ჩადიოდა სხვა ბავშვების მიმართაც.

1
1181
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1181
  
2019, 27 იანვარი, 15:52
ჯერ ერთი, სიცოცხლეში ვერაფერი დაუმტკიცეს და მეორეც, – წერია რომ ბიჭები ხშირად სტუმრობდნენ რანჩოს... და ადამიანი ერთხელ თუ ძალადობის მსხვერპლი გახდა, მეორედ (მითუმეტეს ხშირად) რატომღა უნდა მისულიყო იმ ადგილზე?
0 1 1