x
image
პროფესორი
"ჯვაროსანი ერი" -რუსი გეოგრაფის ევგენი მარკოვის წიგნიდან "კავკასიის ნარკვევები".
«ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპული ქრისტიანობის წინაშე, თავისი საუკუნოვანი ტანჯვით, თავისი თავდადებით ბრძოლებში.

image


ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტი ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსლიმთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი, და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო გამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.

საქართველო ამრიგად ევროპისთვის იქცა ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხე სიმაგრედ, რომელიც პირველ და ყველაზე საშინელ დარტყმას თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ, ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული სამსახური გაწია. ყველაფრის მიუხედავად ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, ადათები, ტრადიციები და რა თქმა უნდა სარწმუნოება.




აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა ძალიან ბევრჯერ მიმართეს თავისი ენერგია და ფანატიზმი პატარა საქართველოს შეუდრეკელი მკერდისკენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი კლანჭები მაინც მიწვდა საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ხალხს და მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამაჰმადიანება, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის შემდგომი წინსვლა სწორედ საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში შეჩერდა საბოლოოდ. ქრისტიანული საქართველოს ტაძრების ჯვრები სულ უფრო ზემოთ იწევდნენ, იმალებოდნენ შუაგულში, გამაგრდნენ უფრო ძლიერად, მაგრამ მაინც - ისინი აგრძელებდნენ კაშკაშს... და მაინც მისი ტაძრების ფეხთან რჩებოდა ოქროს ისლამური ნახევარმთვარე, მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი.»

პ.ს. აქამდე გარედან რომ ვერაფერი გვიქნეს, დღეს შიგნიდან გვხრავენ...

დიდება სამშობლოსთვის ყველა თავგანწირულ გმირს!


image

1
329
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
329
  
2019, 27 იანვარი, 15:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1