x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
კინტოს მენტალიტეტი
image


- კინტოებისთვის უმნიშვნელოა ვისთან იქნებიან;


- კინტოებისთვის უმნიშვნელოა სად იქნებიან;


- კინტოებისთვის უმნიშვნელოა ვისთან აწევენ ჭიქას;



- კინტოებისთვის უმნიშვნელოა უკანალს ვის გაუქნევენ;


- კინტოებისთვის ომი არ არსებობს;


- კინტოები ომში არავის ჭირდება;


- კინტოებმა რუსის ჯარი რომ შემოვიდა იმას უცეკვეს;


- ერეკლე რომ გაყიდა ალბათ ისიც კინტო იყო;


- კინტო ადამიანია, დღევანდელი ქართველია!


- კინტო ლუარსაბზე უარესია!


- კინტოები იმ დღესაც ცეკვავდნენ როცა ილია მოკლეს;


- კინტოებმა მოკლეს დამოუკიდებელი საქართველო;


- კინტოები მოკლავენ ჩვენს შვილებს;


- კინტოში არაფერია ქართული;


- კინტოების შექმნაში ქართველებს არ მიუღიათ მონაწილეობა;


- კინტოები ყოველთვის იარსებებენ;


- ამასაც ბევრი კინტო წაიკითხავს!


ცეკვა კინტაური - ჩემი პოზიციით და არამარტო ჩემი, ქართული ქორეოგრაფიის ლაქა და სირცხვილი.


6
881
5-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
881
  
2019, 19 თებერვალი, 16:39
სასიამოვნოა ამისი მოსმენა. :)
2019, 19 თებერვალი, 16:27
კანონგარეშე - თქვენც ხშირად გამოგითქვამთ ჩემი აზრი :)
2019, 19 თებერვალი, 15:11
აქაც ისე ზუსტად გადმოეცით ჩემი აზრიც, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.
2019, 19 თებერვალი, 15:04
კინტო-სპარსულად "ქუნთუ"(თუ არ ვცდები) - ზვიად გამსახურდიას აქვს ამის თაობაზე დაწერილი, იყვნენ შაჰის კარზე არსებული საჭურისნი. და მათი სახელით არსებული კაი ვინ იქნება? 26 წელი ვცეკვავდი, მათ შორის კინტოურსაც, მაგრამ მუდამ მეთაკილებოდა და მეც ვთვლი ამ ცეკვას ჩვენი კულტურის ლაქად. ჩვენი კულტურის-თქო, რადგან თბილისი ბაზრობიდან წამოსულ მანჭვას მაინც ქართული ცეკვის სახელი ჰქვია და ხალხში პოპულარობითაც სარგებლობს, თუმცა სამართლინობისთვის უნდა ვთქვა, რომ "კინტოური" ძირითადად"ყარაჩოღულთან" ერთად გამოდის სცენაზე, სადაც ზუსტადაც ხაზგასმულია კინტოთა ქვენა ბუნება:)).
2019, 27 იანვარი, 22:41
კინტო ისაა ვინც ომის დროს სახლში იჯდა და ნარდს აგორებდა, კინტო ისაა ვინც გაგანია ომის დროს შარდენზე ფეხიფეხზე გადადებული ყავას წრუპავდა და თანხმლებ ქალს მაღალ მატერიებზე ესაუბრებოდა და კინტო ისაა ვინც ერს კინტოს უწოდებს.
2019, 27 იანვარი, 22:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6