x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საზაფხულო სასმელები

image ქოქოსის შეიკი: 9ს.კ. დაჭრილი ანანასი აქციეთ პიურედ. შეურიეთ 300 მლ ქოქოსის რძე.300მლ ბანანის წვენი, 150გ ნაღები და შაქარი გემოვნებით.შეიკი სუფრასთან მიიტანეთ ყინულით. ამ მასალით გამოდის 4 ჭიქა კოქტეილი.
საზაფხულო ცივი ჩაი: 2 სავსე ს.კ. ხილის ჩაის (მაგ: ალუბლის, ბანანის...) დაასხით 1/2 მდუღაეე წყალი და დადგით 10 წთ, ჩაი დაატკბეთ სურვილისამებრ და გააცივეთ. გაანაწილეთ 5 ჭიქაში, დაუმატეთ ყინულივით ცივი წყალი და ისე მიირთვით.
ლიმონათის შარბათი: ჩადეთ ჭიქებში ლიმონის ნაყინის2-2 ბურთულა. დაასხით ლიმონის ლიმონათი და წყალი. ლიმონათისა და წყალის თანაფარდობა შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ.
ხენდროიანი პუნში: 500გრ მწიფე ხენდრო გაარჩიეთ, გარეცხეთ და 3 სთ შედგით მაცივარში. ჩაყარეთ კენკრა პუნშის ჭურჭელში, დაასხით 250მლ მოცხარის წვენი და 250 მლ წყალი. სურვილისამებრ დაუმატეთ პიტნის ფოთლები . გამოდის 10 პატარა ჭიქა პუნში.
ხენდროსა და ატმის კოქტეილი: 200 გ მწიფე ხენდრო კარგად გააცივეთ, დაუმატეთ 2 ს.კ. ხენდროს სიროფი და აქციეთ პიურედ. შეურიეთ 500 მლ ატმის წვენი და სასმელი 4 ჭიქაში გაანაწილეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ გაზიანი წყალი.

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0