x
image
- შარლოტა -
ერთი მსახიობის ცხროვრება - მერლინ მონრო



image


“ თავი მაღლა ასწიე, ნიკაპი გაასწორე და გაიღიმე
რადგან ცხოვრება ხანმოკლეა. ''


ქალი რომელიც მსოფლიო კინოხელოვნების ერთ-ერთ ლეგენდად იქცა მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს არანაირი პრესტიჟული სამსახიობო პრემია არ დაუმსახურებია, ის იყო განუმეორებელი მოვლენა, სახე რომელიც
ყველა ეპოქის მაყურებელს იპყრობს, ვინ არის მერლინ მონრო?

image

ხშირად ისმის კითხვა ვინ იყო მერლინი? მსახიობი თუ უბრალოდ მოდელი...
მის კარიერაში ხომ გარეგნობა იყო მთავარი ძალა, შეიძლება ეს იყოს მისი
წარმატების საიდუმლო? ვიწრო წელი, ჩამოქნილი ფეხები და მომნუსხველი მზერა
იმის მიუხედავად რომ მსახიობის გარეგნობა კორექტირებული იყო პლასტიკური ქირურგიით და გრიმით არ შეიძლებოდა ხაზი არ გასმოდა მის ვნებიან მზერას.

“ ამ გრიმის ქვეშ, ღიმილის უკან იმალება გოგონა
რომელსაც სამყაროს შეცვლა სწყურია. ''


ახლა კი მსახიობის მოკლე ბიოგრაფია:

მისი სრული სახელი ნორმა ჯინ მორგენსონ-ბეიკერი გახლავთ რომელიც 1926 წლის
პირველ ივნისს დაიბადა, ლოს-ანჯელესში გლედი ბეიკერის ოჯახში
( გლედისი მერლინის დედაა)
მსახიობი ამბობს: “ მე უკანონო შვილი ვარ, ამ ცნების
პირდაპირი მნიშვნელობით მაგრამ ყველაფერი რასაც მამაზე საუბრობენ
რათქმაუნდა სიცრუეა. '' 1926 წელს გლედის ბეიკერი ჰოლივუდის ერთ-ერთ სტუდიაში მუშაობდა სტუდიის სამონტაჟო საამქროში, როგორც იხსენებენდნენ, სიგიჟემდე უყვარდა თავისი გოგონა ხშირად ამბობდა: “ შეხედეთ განა არის ვინმე
ამაზე მშვენიერი? '' ეს ქალი ავტობუსით მგზავრობაზეც კი უარს ამბობდა რათა ფული
დაეზოგა და ქალიშვილისთვის კოსმეტიკური საშუალება ეყიდა. უილშირის ქუჩაზე
სადაც პატარა სახლი მდებარეობდა გლედისი მშობიარობის შემდგომ ესტუმრა
სახლში მამაკაცები არ ცხოვრობდნენ, ახალშობილს ქალთა აფსოლიტურ გარემოში
უწევდა ცხოვრება გლედისი კი მას მარტოხელა დედის სტატუსით ზდიდა თუმცა
მამობასაც მშვენივრად ითავსებდაო, მერლინის დედა სიკვდილამდე
თავს სრულ უფლებას აძლევდა, მისი საყვარელი ქალიშვილი ნორმა მსოფლიოში
ყველაზე ჭკვიან, და მშვენიერ ბავშვად ჩაეთვალა. image

“ დედაჩემი ყოველთვის ამბობდა ცხოვრება შოკოლადების ყუთს გავს, არ იცი შემდეგი რა იქნება. ''


ნაკლი განსაკუთრებულს გხდის''


“ არავინაა სრულყოფილი. '''


ბავშვობის წლები:
გოგონას ჯერ პირველი კბილიც კი არ ამოსვლოდა როცა დედა მას უკვე მომავალ კინოვარსკვლავს უწოდებდა როდესაც მერლინი ოდნავ წამოიზარდა მას ცხოვრების სრული თავისუფლება მიეცა არავინ, არასდროს
ზღუდავდა მის საქციელსა და მოთხოვნას. ერთ დილას ნორმა ჯინს მეზობლის
ქალები ესტუმრნენ, და შემწყნარებელი თვალებით დაუწყეს ცქერა მალევე დედის მეგობარი წამოდგა და გოგონას გადაეხვია, თან მიმართა შეგიძლია დეიდა გრეისი
დამიძახო სანამ დედას გამოწერენ, მის გრეისმა მერლინის მოვლა პატრონობა
საკუთარ თავზე აიღო თუმცა პირობა ვერ შეასრულა, მალევე გოგონა ლოს-ანჯელესის
საქალაქო მართველობას მიაბარა, მერლინ ერთ ოჯახს მიაბარეს, სადაც გოგონა
ერთ ოთახში ცხოვრობდა, მერლინის ახალ ოჯახს ყოველთვიურად 20 დოლარს უხდიდნენ, დახმარების მიზნით. მერლინი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა
“ ენა დაიმოკლე.. უაზროდ ნუ იღიმი, მუხლებზე კაბა ჩამოიწეო, დაიფიცე
რომ არასდროს არსად ალკოჰოლს არ მიეკარებიო. '' გამუდმებით ჩამჩინებდნენო
მეზობლები თუ ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი, ვისაც კი მოესურვებოდა
სახელოვანი ვარსკვლავი მუდამ იხსენებდა ბავშვობის წლებს როცა მას 11 ოჯახი ზრდიდა, დეიდა გრეიისის წყალობით რომელსაც საუკეთესო მეგობრის ქალიშვილი
სრულიად დაავიწყდა. მერლინი ბევერი ჰილსის ქუჩებში დასეირნობდა
სადაც შეჰყურებდა როგორ მოძრაობდნენ, ვარსკვლავები. გულში კი ყოველთვის
დედის სიტყვები გაუელვებდა '' ჩემო, კინოვარსკვლავო! '' რა ბედი ეწია დედას?
გლედის ბეიკერი საგიჟეთის კედლებში იყო გამოკეტილი, და მუდმივად
შვილის ნახვას ითხოვდა თუმცა ამაოდ, ნორმას ჯერ კიდევ ცხრა წელი უსრულდებოდა
თუმცა დედის ნახვა კვლავაც არ ღირსებია. ერთ დღეს შეიძლება ითქვას
სასწაული მოხდა, დეიდა გრეისი გამოჩნდა და ცხრაწლის გოგონას საკითხი წამოუყენა
რომ დღეიდან მას აღარ მოუწევდა ერთი ოჯახიდან მეორეში ცხოვრება, ბარგი
ჩაულაგა და ლოს-ანჯელესის ბავშვთა სახლში ამოუყო თავი. მერლინმა ტირილი
მორთო “ მე ხომ ობოლი არ ვარ, დედაჩემი ცოცხალია. '' დეიდა გრეისის პასუხმა
არ დააყოვნა “ ცოცხალი? ჰო, ამას თუ სიცოცხლე ჰქვია.. '' მერლინი იხსენდებდა

“ სწორედ ამ თავშესაფარში დამიზიანდა მეტყველება, და ენის ბორძიკით დავიწყე საუბარი, პირველ დღეს როცა ამ სახლის დერეფანში ძალით მიმათრევდნენ ველიდან გავუსხლტი მათ და თავშესაფრის სასადილოში ამოვყავი თავი, ეს იყო უკანასკნელი
წვეთი რამაც ჩემს გონებაში სამუდამოდ, და სრულად ჩამოაყალიბა სიტყვა - ობოლი. ''

image

პირველი ქორწინება და ოჯახი:
იმხნად მერლინს ორმა ფაქტმა მთელი არსება შეძრა
პირველი იმან რომ ბეიკერი მისი მამის კიარა დედის გვარი ყოფილა და მეორე
კი ქორწინებისთვის მზადება იყო როცა მას დეიდა გრეისმა, აჩუქა წიგნი
სახელად - მზადება შეუღლებისთვის. ამ იაფფასიან გამოცემაში ცოლქმრობა
განხილული იყო როგორც ადამიანთა მოდგმის გარდაუვალი აუცილებლობა
წიგნი მთავრდებოდა ასეთი ფრაზით: ნამდვილი სიყვარული წლებს და გამოცდილებას მოაქვს. 1942 წლის 19 ივნისი დღე როდესაც თეთრ კაბაში გამოწყობილი ნორმა
ჯინი ისე თრთოდა და კანკალებდა თითქოს, ბავშვთა სახლში აბრუნებენო მომავალი
მერლინი ტუჩებს იკვნეტდა და გაუზრებლად მოძრაობდა. მაშ პირველი ქმარი
ჯეიმს დოუერტი გახლავთ რომელსაც გულში ეჭვები კლავდა, რომ ქორწილის
ღამეს ქმრის გარდა ყველასა და ყველაფერს ეკუთვნოდა.
სწორედ რომ სკანდალით დასრულდა მათი ქორწილის საღამო როცა ჯეიმზმა
ნორს დამსწრე საზოგადოების თვალწინ მიმართა: “ ნუთუ ვერ ხედავ რომ ამ ხალხს
მაიმუნივით ართობ?'' ნორმა კი თავისთვის ჩაიბუტბუტა მაიმუნები ვართ, აბა რა!
ნორის ცხოვრება უღიმღამო გახდა, მალევე გაცნობიერა რომ გათხოვილი ქალის
ცხოვრება დიდად არ განსხვავდება ობოლთა სახლში გატარებული დროისგან..
ერთდღესაც გადაწყვიტა თავი რაიმით გაერთო, და გადაწყვიტა შეესწავლა
რას გულისხმობდა სიტყვა '' შ ა რ მ ი '' მოიმარაგა ჟურნალები და კითხვას შეუდგა

image
არმიელთა ფოტომოდელი და კარიერის დასაწყისი:

აშშ-ს არმიაში ერთი წესი იყო, ოჯახებში იგზავნებოდნენ ფოტოგრაფები რომლებიც მებრძოლის ოჯახს ესტუმრებოდა და აუცილებლად
გადაიღებდა მათ ყოველდღიურყოფას, და პორტრეტს ოჯახის წევრთურთ
ფოტოგრაფი ნორმისა და ჯეიმზის ოჯახს ესტუმრა და სასწრაფოთ მოითხოვა
“ დადექი, ფოტო უნდა გადავიღო! ''
ნორმა თეძოების რიტმული მოძრაობით
ფოტოგრაფს გვერდი აუარა და ფოტოს გადასაღებად მოემზადა. ფოტოგრაფის
მოწონებამ არ დააყოვნა, ტელეფონის ნომერიც გამოართვა და შეპირდა
რომ გაზეთის გამოსვლას აუცილებლად შეატყობინებდა, გაზეთი მართლაც რომ
მშვენიერი გამოდგა, ნორმით უამრავი სააგენტო დაინტერესდა, ეს იყო
კარიერის დასაწყისი ნორმი როგორც ფოტომოდელი.

მალიბუდან ჰოლივუდამდე: ჰ ო ვ ა რ დ ჰ ი უ ს ი
- კაცი რომელმაც
ახალბედა ფოტომოდელში ის დაინახა, რასაც ნორმი დიდხანს ოცნებობდა
კინოვარსკვლავობა, აგენტებს დიდად არ გასჭირვებიათ ნორმი ჯინის პოვნა
ეს გოგონა ხომ ყველამ იცოდა, როგორც მშვენიერი ქალბატონი..
ყველაფერი კონტრაქტით დაიწყო რომელიც ჰოვარდ ჰიუსმა წაუყენა და
თან მიაყოლა: “ რას იტყოდით ამის თაობაზე? ყურადღებით გაეცანით, ნუ იჩქარებთ. ''
ჰოვარდ ჰიუსის კონტრაქტი კინოვარსკვლავის 75 წლის განმავლობაში დაკაბალებას ითვალისწინებდა, საკმაოდ დიდი ხელფასით.
თუმცა არცერთი ნაბიჯი კომპაანის გარეშე, ეს იყო მთავარი დაპრკოლება.
იმ დღიდან მოყოლებული ნორმა ყოველდღე მოუთმენლად ელოდა ჰიუსის ზარს
ჰოვარდი იყო ადამიანი რომელმაც არამარტო მერლინი შექმნა არამედ
ის სახეც რომელსაც - ოდრი ჰეპბერნი ერქვა! ნამდვილად აფასებდა ნიჭს
და მშვენიერებას, რითაც გოგონა სიგიჟემდე იყო მოხიბლული
ნორმა ელოდა შეიძლება ითქვას ქარაფშუტა მილიონერის ზარს, რომელიც
მეტად რომანტიული კაცი გახლდათ რომელიც ერთი საყვარლიდან მეორეში დაძრწოდა, ბოლოს.. როგორც იქნა, ნორმაც გაახსენდა და ბოდიშის მოხდით
საჩუქრად ფლეიტისტი გაუგზავნა რომლის ღირებულება 500 ფრანსკ შეადგენდა.
ეს იყო დასტური იმისა რომ სასიყვარულო ურთიერთობა არ შედგებოდა.
image
მ ე რ ლ ი ნ მ ო ნ რ ო :
სტუდია “ 20 საუკუნე ფოქსმა '' მერლინთან კონტრაქტი
გააფორმა და სწორედ აქ მოიხსენიეს გოგონა პირველად როგორც მერლინ მონრო.

მერლინ მონროს დებიუტი შედგა კინოში სახელად: სახიფათო წლები (1947)
მალევე მოჰყვა: სკუდა ჰუ, სკუდა ჰეი.
შემდგომ იყო კოლუმბია ფიქჩერსი “ გუნდის მომღერალი ''
ბრახ, მერლინს ისევ დაატყდა თავს უბედურება, ცნობილმა კომპანიებმა
უარი განაცხადეს ვარსკვლავთან მუშაობაზე, კეთილგანწყობის მიუხედავად
რის შემდეგაც ისევ ფოტომოდელობას შეეჭიდა, სწორედ მაშინ მოვიდა
ის წარმატება რასაც “ ფლეიბოი '' ეწოდება.. გამოცემამ მერლინ 2 მილიონი მოუტანა
შემდეგ ისევ კინომატოგრაფია და ფილმი ასფალტის ჯუნგლები..
სიყვარულის ბუდე და კიდევ ხუთი საუკეთესო როლი 1950 წელს.
1951 წლებში მერლინი თაყვანისცემლებისგან კვირაში 2 ათასზე მეტ წერილს
იღებდა, ხალხი არ მალავდა მის მიმართ სიყვარულსადა პატივისცემას რაც ბუნებრივია
ვარსკვლავს ახარებდა. 1953 წელს მერლინს ორმაგად გაუმართლა ის გადაიღეს
ბილი უაილდერის კომედიაში: ჯელტმენები ქერათმიანებს ამჯობინებენ.
სადაც თავისი ცნობილი სიმღერა ბრილიანტი ქალიშვილის საუკეთესო მეგობარია
შეასრულა, ლამაზმანი კვირაში 1200 დოლარს იღებდა. image
შემდეგ იყო მეორე ქორწინება, და ბოლოს ნამდვილი სიყვარული..
დაკარგული ბავშვი და ნერვული აშლილობა რომელიც ფილმში ჯაზში მხოლოდ
ქალიშვილები არიან-ში დაიწყო. პირადი ცხოვრებაში არ გაუმართლა, როგორც
ბავშვობის წლებში მამა თვალად არ უნახავს, მხოლოდ ფოტოებიდან
ეს ყველაფერი მერლინის ცხოვრებას ამძიმებდა, წარმატება და სილამაზე
ბედნიერების მომტანი არ აღმოჩნდა ყოველთვის იმალებოდა
ღიმილის უკან ის, რამაც მერლინის ცხოვრება სამუდამოდ წაშალა.

თვითმკვლელობა?

1962 წლის 4 აგვისტო, კვირა - 36 წლის ასაკში მსახიობი გარდაიცვალა

ძმები კენედების მკვლელობის შემდეგ ეს საქმე, ბურუსში გაიხვია
თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? ისმოდა კითხვა გამუდმებით.
მერლინის დაკრძალვას მისი მეორე ქმარი ჯო დიმაჯიო ხელმძღვანელობდა რომელიც ცოლის კუბოსთან არცერთ ცნობილ ადამიანს არ უშვებდა, რადგან მათ ადანაშაულებდა მსახიობის სიკვდილში. მერლინს ერთადერთი ადამიანი მიაჩნდა
თავის ჭეშმარიტ მეგობრად გრიმიორი - უიტნი სნაიდერი.
უიტნი ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მსახიობის ცხედარი საკუთარი ხელით გამოიტანა, შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიგო მონროსა და კენედების ურთიერთობაზე
რითაც გაჩნდა ეჭვი რომ მერლინი აგენტებმა მოკლეს, ან აიძულეს გაჩუმებულიყო
რათა კენედების სახელი არ მოხვეჭილიყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
მერლინმა აბორტი გაიკეთა ბავშვის მამა კი რობერტ კენედი გახლდათ.
აბორტი აიძულეს, ასე ჰყვებოდნენ ვარსკვლავები რომლებიც მერლინთან
ხშირად იყვნენ. “ ცდილობდა რობერტთან შეხვედრას, თუმცა ამაოდ.. ''
image
მერლინის გარდაცვალება ერთგვარ ამერიკულ ტრაგედიად იქცა, ამერიკელების
თქმით ამ ფაქტის შემდეგ, მათი ეროვნული ოცნებების მზე ჩაესვენა, ოცნებები კი
იშვიათად სრულდება, პატარა გოგონა რომელიც არც არასდროს დაქალებულა
ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზაადებელი აღმოჩნდა..

“ მერლინი იყო, დაუცველი, ფაქიზი და სუსტი რომ ამ ცხოვრების დარტყმებისთვის გაეძლო, და შებრძოლებოდა. ''

image
მერლინის მუსიკალური შემოქმედება აღიარება სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ

1953 - ჰოლივუდის ბულვარზე ჩინური თეატრის მოპირდაპირე მხარეს, მერლინმა
თაბაშირზე ხელის ანაბეჭდი დატოვა.

1954 - მან დაწერა დღიური სადაც წერია ჯონ კენედთან საუბრის ნაწყვეტები.

1955 - მერლინს მონაკოს პრინცზე აქორწინებდნენ, თუმცა პრინცს სხვა გეგმები ქონდა, ქორწინების წინაღმდეგი მერლინი არ ყოფილა.

1999 - ფლეობოიმ 20-ს ყველაზე უნიკალური ქალის სახელი მიანიჭა
გამოკითხვების თანახმად.

2001 - აწ გარდაცვლილი მერლინი პირველობას არავის უთმობს
ყველაზე სექსუალური ქალის სახელით. imageimage



1
43
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
43
  
2019, 28 იანვარი, 21:10
ლეგენდა იყო ეს ქალი ))
0 1 1