x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
კესარიაში აღმოჩენილი განძის იდუმალებით მოცული ისტორია

კესარიაში აღმოჩენილი განძიფოტოზე: კესარიაში ნაპოვნი განძი

კესარიაში (ისრაელი) არქეოლოგებმა ორ ქვას შორის მოთავსებული განძი აღმოაჩინეს: ოქროს 24 მონეტა და ამავე ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ყურში გასაყრელი რგოლი.


1101 წელია. პანიკა მეფობს კესარიაში. ჯვაროსნებმა ქალაქი აიღეს. აბასიდების დროს აშენებულ ერთ-ერთი სახლში ოჯახი შეშინებული აგროვებს მთელ თავის ქონებას და ბრინჯაოს ქოთანში უყრის თავს. შემდეგ ოჯახის უფროსი ქოთანს თავზე კერამიკის სახურავს აფარებს და განძს წყალსადინარ მილში გაკეთებულ ნაპრალში მალავს.


რა დაემართათ სახლის მფლობელებს და რა ერქვათ, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ისინი უკან, საკუთარ განძთან აღარასოდეს აღარ დაბრუნებულან.


მკვლევარებმა მონეტებზე გამოსახული წარწერების მეშვეობით მოახდინეს მათი დამარხვის თარიღის იდენტიფიცირება. განძში იყო ერთი მონეტა, სახელწოდებით "ნომიზმა ჰისტამენონი, " რომელიც ბიზანტიის იმპერატორ მიხაელ VII დუკას (1071-1079) მიერ იყო მოჭრილი, ხოლო კიდევ ერთი მონეტა, სახელწოდებით "ნომიზმა, " იმპერატორ რომანოზ III-ის დროს (1028-1034) იყო გამოშვებული. ერთი-ორი ასეთი მონეტა მაშინდელ ისრაელში უბრალო მშენებლის მთელი წლის შემოსავალს უდრიდა.



ეტყობა, განძის მფლობელი შეძლებული ადამიანი იყო და საერთაშორისო ვაჭრობაში იღებდა მონაწილეობას, რადგან ბრინჯაოს ქოთანში აღმოჩენილი რამდენიმე მონეტა არ იყო მიღებული კესარიაში არსებულ ფულად მიმოქცევაში.


არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი პეტერ გენდელმანი და ისრაელის სიძველეთა სამსახურის თანამშრომელი, მუჰამედ ჰათარი ამბობენ:


"მონეტები მე-11 საუკუნის მიწურულსაა მოჭრილი, რაც საფუძველს გვაძლევს, მათი დაკარგვა 1101 წლის ჯვაროსნულ ლაშქრობას დავუკავშიროთ, რომლის მიმდინარეობის პროცესში იმ დროის ჟამთააღმწერლების გადმოცემით ქალაქ კესარიის მცხოვრებთა უმრავლესობა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ I-ის (1100-1118) მხედართა მახვილებს შეეწირა მსხვერპლად, მათ შორის, სავარაუდოდ განძის მფლობელიც. ჯვაროსნებმა ეს უკანასკნელი ან სისხლიანი დარბევის დროს მოკლეს, ან მოგვიანებით მონად გაყიდეს. სწორედ ამიტომ ის, ვინც განძი გადამალა, ვეღარ დაუბრუნდა მის მიერ გადამალულ სიმდიდრეს."


ასე მისცა დამალულმა განძმა მეცნიერებს შესაძლებლობა, აღედგინათ ერთი ოჯახის თავს გადახდენილი ის ტრაგიკული მოვლენა, რასაც ადგილი ჰქონდა კესარიაში, მე-12 საუკუნის დასაწყისში, როცა ქალაქი დაიქცა და სისხლისგან დაიცალა.

ანტიკური კესარია დღევანდელი სახითფოტოზე: ძველი კესარიას ნანგრევები თანამედროვე სახით
0
269
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0