x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ფინელთა ხაფანგი საბჭოთა ჯარისკაცებს
image


ზამთრის ომი მიმდინარეობს. საბჭოთა არმია ფინეთში შეიჭრა.


საბჭოთა ნაწილები ტყეს მიადგნენ და იქიდან უეცრად ვიღაცამ დაიყვირა:


- ერთი ფინელი ჯარისკაცი ათ საბჭოთა ჯარისკაცზე ძლიერია!



წითელი კომისარი ამ სიტყვებმა გააღიზიანა და ათი ჯარისკაცი გააგზავნა ფინელის მოსაკლავად. ჯარისკაცები ტყეში შევიდნენ და ატყდა ტყვიების ზუზუნი. შემდეგ სიტუაცია დაწყნარდა და უეცრად ისევ მოისმა ხმა:


- ერთი ფინელი ჯარისკაცი ას საბჭოთა ჯარისკაცზე ძლიერია!


წითელმა კომისარმა ამჯერად ასი საბჭოელი გაგზავნა ფინელის მოსაკლავად. ისევ ატყდა ხმაური და ტყვიების ზუზუნი, ცოტა ხანში კი სიტუაცია ჩაწყნარდა და ისევ მოისმა ხმა:


- ერთი ფინელი ჯარისკაცი ათას საბჭოთა ჯარისკაცზე ძლიერია!


წითელი კომისარი გაცოფდა და ტყეში მთელი ბატალიონი შეგზავნა. ისევ ატყდა გამაყრუებელი ხმაური და როცა სიტუაცია ჩაწყნარდა, ტყიდან ერთადერთი გადარჩენილი საბჭოელი გამოვარდა, რომელიც ძლივს მოათრევდა დაჭრილ ფეხს. ის მიუახლოვდა საბჭოთა პოზიციებს და დაიყვირა:


- ხაფანგი დაგვიგეს! არ შეხვიდეთ ტყეში! იქ ერთი კი არა ორი ფინელი ჯარისკაცია ჩასაფრებული!

0
372
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0