x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალაქი, რომლის ყველა მცხოვრები ერთ სახლში ცხოვრობს

პატარა ქალაქი დღეს არავის უკვირს, განსაკუთრებით კანადის და ამერიკის ჩრდილოეთ რეგიონებში. თუმცა, ალასკაზე მდებარე დასახლების ერთმა პუნქტმა მაინც შეძლო ყურადღების მიქცევა. ქ. უიტიერში (Whittier) მხოლოდ 217-220 (სხვადასხვა მონაცემებით) ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა მათგანი ერთ – 14 სართულიან სახლში ცხოვრობს, რომელიც ერთადერთი მრავალსართულიანი სახლია ქალაქში.


image


საცხოვრებელი ბინების გარდა, იმავე სახლში მდებარეობს ყველა საჭირო ორგანიზაცია — ქალაქის მერის კაბინეტი, საავადმყოფო, პოლიცია, ფოსტა, მაღაზია, ეკლესია. სკოლა ცალკე შენობაშია, რომელიც ძირითად შენობას დერეფნით უკავშირდება.


image


ქ. უიტიერი, 1943 წელს, ალასკის შტატის ყველაზე დიდი ქალაქის – ანკორიჯის დასაცავად დაარსდა. ის პრინც ვილჰელმის სანაპიროზე მდებარეობს და სტრატეგიული თვალსაზრისით, მართლაც რომ მომგებიან ადგილზეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ცივი ომი დაიწყო და სამხედრო ბაზა რეგიონს უკვე სსრ კავშირისგან იცავდა. რაც შეეხება სახლს, ის გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ააშენეს და მასში ოფიცრები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ.


image


ამჟამად ქალაქს სამხედრო სტატუსი მოხსნილი აქვს და მოსახლეობის ნაწილი ღრმაწყლიან პორტში მუშაობს, რომელიც ხსენებული სახლიდან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. ნავსადგურის გარდა, ადგილობრივ მოსახლეობას ფიტნეს-ცენტრი და რამდენიმე კაფე ემსახურება, რომლებიც სახლთან ახლოს მდებარეობს და გათბობის სისტემის ერთიან ქსელშია ჩართული. ქალაქში არის საბავშვო მოედანიც, რომელიც დახურულ სივრცეში მდებარეობს.

გარდა ამისა, არის პატარა სასაწყობე ტერმინალი, სადაც მოსახლეობისთვის პროდუქტის მარაგი ინახება და კიდევ მაცივრები, თევზის შესანახად. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა თევზჭერით ცხოვრობს, – ეს ადგილობრივების ძირითადი საქმე და შემოსავლის მთავარი წყაროა. image
image

imageქალაქში არის სუპერმარკეტი და მუზეუმი, რომლის დათვალიერების სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ ჟურნალში საკუთარი სახელის ჩაწერა და ყულაბაში 5 დოლარის ჩაგდება არის საჭირო.


image


წლის თბილ სეზონზე, უიტიერის უბეში საკრუიზო ხომალდებს, ჩარტერულ ნავებს და თევზის სარეწ გემებს ათასობით ტურისტი ჩაჰყავთ. მაგრამ, არა პატარა ქალაქის და სახლი-კომუნის სანახავად... საქმე იმაშია, რომ ქალაქის პორტი კრუიზის საწყისი პუნქტია, რომლის დროსაც, შესაძლებელია თეთრი დათვების და აისბერგების ნახვა.

ზამთარში ქალაქში 6 მ-მდე თოვლი მოდის და 100 კმ/სთ სიჩქარის ქარი ნორმად ითვლება. ჰავა იმდენად მკაცრია, რომ ბავშვები Begich Towers-იდან – სკოლამდე გვირაბის გავლით დადიან. წლის ამ დროს, ქალაქში ადგილობრივების გარდა, თითქმის არავინ არის. პატარა კაფეები და მაღაზიები, რომლებსაც ძირითადად ტურისტები სტუმრობენ, იკეტება და ადამიანს უცნაური სიმყუდროვის შეგრძნება ეუფლება.



image


ქალაქის «ცათამბჯენში» სულ 200 ბინაა და მათგან, ნახევარზე მეტი დაკეტილია. ამ ბინების მეპატრონეების უმრავლესობა სხვა ადგილას, მაგ., ანკორიჯში ცხოვრობს და უიტიერში მხოლოდ ზაფხულში ან დასვენების დღეებში ჩადის, რადგან იქ მუდმივად ცხოვრება ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ქალაქში უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება – ჩვეულებრივი, სტანდარტული ბინის მინიმალური ფასი 500 ათასი დოლარია, რაც ბევრად აღემატება ანკორჯში უძრავი ქონების ფასებს, სადაც 3 საძინებლიანი სახლის შეძენა 250 000 დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო, ბინებზე ფასი – 150 000 დოლარიდან იწყება.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იწნება:
image

*კუბერ-პედი – მიწისქვეშა ქალაქი, რომელშიც 3 500 კაცი ცხოვრობს

* ჰონგ-კონგი – კონტრასტების ქალაქი
* უცნაური სახლი. მის წინ ჩამვლელები პირჯვარს იწერენ, ხოლო ადგილობრივები ღამე გარეთ გასვლას ერიდებიან


0
713
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0