x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა სიტყვების წარმოთქმა არ შეიძლება სარკის წინ და რატომ?
image

ბევრს სმენია ბებიისგან, რომ სარკის წინ არ შეიძლება ჭამა, ძილი, ტირილი ან სხვადასხვა ცხოვრებსეულ პრობლემებზე ჩივილი. დიდი ხნის წინ ადამიანებს სჯეროდათ, რომ ამ ორიგინალური ფანჯრის საშუალებით სხვა სამყაროდან შეეძლოთ შესვლა სახლში, ან ადამიანის სული სარკეში დაკარგულიყო.

განსაკუთრებით სახიფათოა სარკის წინ დესტრუქციული სიტყვების გამოყენება ან თქვენი ასაკის შესახებ ჩივილი. ამან ყველაფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე, შეცვალოს იგი უარესობისკენ.


image


სარკეში ჩაიხედეთ პოზიტიური განწყობით და ამავე დროს შეაქეთ თქვენი თავი. თანამედროვე სამყაროში, მობილური ტელეფონი ან ვიდეოკამერა შეიძლება ფუნქციონირდეს, როგორც სარკე. ამიტომ, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, შეინახეთ გაჯეტები შორს თქვენგან.

მას შემდეგ, რაც პირველი სარკეები გამოჩნდა, შედგენილ იქნა სიტყვების სია, რომლებიც არ შეიძლება რომ გავიმეოროთ სარკესთან. ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანის ბედი. აი, ის 13 სიტყვა და მათი ვარიაციები, რომელთა თქმა არ შეიძლება სარკესთან: - ამაზრზენი, ცუდი, ეს არის სისულელე, მტკივნეული, მახინჯი, ეს საშინელებაა, სიღარიბე, არავის არ ვჭირდები, სიკვდილი, ტანჯვა, დაღლილობა, უბედურება, მწუხარება.

არსებობს ცხოვრებისეული სიტუაციები, როცა ცუდი განწყობა დიდხანს გვაქვს. რა უნდა გავაკეთოთ იმ სიტუაციაში, როცა დეპრესიაში ხარ და სარკის გარეშეც არ შეგიძლია? ეს ძალიან ადვილია. იყავით მომთმენი და იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურად. როდესაც მიდიხართ სარკესთან, გაიღიმეთ და უთხარით თქვენს თავს კომპლიმენტები.

ზოგჯერ ეს მეთოდი ხელს უწყობს დეპრესიულ-ემოციურ ადამიანებს გამოვიდნენ მდგომარეობიდან, აგრეთვე, დადებითად მოქმედებს მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე, სასარგებლო გავლენას ახდენს. მაგალითად, ეხმარება რომ არ იგრძნონ დაღლილობა და სხეულის ტკივილი. იმის ცოდნა, თუ რა სიტყვები არ უნდა ვთქვათ სარკესთან, დაგვიცვავს ჩვენც და ჩვენს ახლობლებსაც უარყოფითი გარე გავლენისგან.

0
343
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0