x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ღმერთი და ათი ადამი
image


ძალიან დიდი ხნის წინ ღმერთმა თიხისგან ათი ადამი გამოძერწა. ერთ-ერთი მათგანი ცხვრებს მწყემსავდა, მეორე მიწას ბარავდა, მესამე თევზს იჭერდა, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო როგორც მათ სურდათ. გავიდა დრო და მათ ღმერთს მიმართეს:


- ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.


ღმერთმა მათ თიხა მისცა და უთხრა:



- გამოძერწეთ ისეთი ქალები, როგორიც მოგწონთ, მსუქნები, სუსტები, მაღლები, დაბლები და მე მათ გავაცოცხლებს.


შემდეგ ღმერთმა მათ ლანგრით შაქრის ნაჭრები გამოუტანა და უთხრა:


- აქ შაქრის ათი ნაჭერია, როცა ქალებს გამოძერწავთ, აჭამეთ მათ ეს შაქარი და ისინიც შაქარივით ტკბილები იქნებიან.


ადამები ასეც მოიქცნენ, მაგრამ ღმერთი განრისხდა:


- თქვენს შორის თაღლითია, რადგან სინამდვილეში ლანგარზე შაქრის თერთმეტი ნაჭერი იდო. ერთ-ერთმა თქვენგანმა ორი ნაჭერი აიღო.


ყველა ადამი დადუმდა და ღმერთმა დამნაშავე ვერ ამოიცნო.


ის განრისხდა და ადამებს ცოლები წაართვა, შემდეგ ისინი ერთმანეთში აურია და ასე მოუწესრიგებლად დაურიგა. მას შემდეგ ათიდან ცხრა ადამს ჰგონია, რომ სხვისმა ცოლმა ორი ნაჭერი შაქარი ჭამა და ის უფრო ტკბილია.


მეათემ კი დანამდვილებით იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია და არ ღირს სხვისი ქალების დევნა, რადგან შაქრის მეთერთმეტე ნაჭერი მან შეჭამა.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0