x
image
ღიმილიანი
"საკმარისი არაა, იცოდე, რა გინდა, შენ უნდა გააკეთო ის, რაც გინდა" - პაულო კოელიოს 10 წესი წარმატების მისაღწევად
image

ის ბრაზილიელი მწერალია, მისი რომანი " ალქიმიკოსი " კი 80 ენაზეა ნათარგმნი, მან თავისი წიგნების 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა მსოფლიო მასშტაბით და ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი პორტუგალიურენოვანი ავტორია.

"საკმარისი არაა, იცოდე, რა გინდა, შენ უნდა გააკეთო ის, რაც გინდა, იმისათვის, რომ გახდე ის, ვინც გინდა. მე ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ და როცა წიგნი მზადაა, ადამიანები მასში საკუთარ განცდებს პოულობენ. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, ვიჯდე რიო დე ჟანეიროში, ჩემს სახლში და ვფიქრობდე, ოჰ, მე მინდა, რომ ვიყო წარმატებული მწერალი და ადამიანებმა ჩემი წიგნები იკითხონ. როცა შენ რაიმე გულით გინდა, მთელი სამყარო გეხმარება, რომ ის მიიღო", - ამბობს პაულო კოელიო.

გთავაზობთ მის 10 წესს წარმატების მისაღწევად:


1. არ გქონდეთ დროებითი ოცნებები

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, მინდოდა ცნობილი მწერალი გამოსვულიყავი, მაგრამ საკმარისი არაა იცოდეთ, რა გინდა, თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც გინდათ, რომ გახდეთ ის, ვინც გინდათ!"


2. იცხოვრეთ ახლა და ამ წუთს

"მე ვარ "მე" და ჩემი გარეომოება/მდგომარეობა. მე უკან არ ვიხედები, რადგან თუ მივიხედები, შეიძლება ერთ ადგილზე გავიყინო, ასე რომ, მე ვცხოვრობ აქ და ახლა ჩემი ცხოვრებით. "

3. აღმოაჩინეთ თქვენი თავი

"ადამიანის ცხოვრება არაფერია თუ არა გაზიარება, მე სწორედ ამას ვაკეთებ, ჩემს მკითხველს ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებ, როცა წიგნს ვწერ, ეს ერთგვარი მცდელობაა, გავუგო ჩემს თავს, ვინ ვარ მე? ესაა მცდელობა, საკუთარი თავის აღმოჩენისა."

4. ჩაუღრმავდით ცხოვრებას

" ერთხელ, ბავშვობაში ფორთოხლის ხის ქვეშ ვიჯექი და გავაანალიზე, რომ მე ცოცხალი ვარ, თქვენს ცხოვრებაში, როდის იგრძენით, რომ ცოცხალი იყავით? ამის გაანალიზების შემდეგ კი უნდა დააკვირდეთ, რა ხდება, როგორ ვითარდება ცხოვრება და ამ ცხოვრებაში, როგორ ვითარდებით თავად თქვენ, რას აკეთებთ იმისთვის, რომ გადარჩეთ? "

5. გარისკეთ

" ყოველთვის უნდა გარისკოთ, თუ არ რისკავთ, წინ ვერ მიდიხართ. ჩვენ აუცილებლად წინ უნდა გავუძღვეთ ჩვენს ინდივიდუალიზმს და განვვითარდეთ."

6. იპოვეთ/შექმენით თქვენი პერსონალური ლეგენდა

" პოვნა არ ნიშნავს რომ ყველაფერი დამთავრდა, ამან არ უნდა მოგიტანოთ თვითკმაყოფილება, მაგალითად, მე ვარ მწერალი, ნიშნავს, რომ მე წიგნებს ვწერ, არ შემიძლია უბრალოდ ეს განვაცხადო და სიმართლე იყოს. როდესაც ქმნი, ამ შემთხვევაში ცოცხლობს შენი პერსოალური ლეგენდა. ასე რომ, თუ გინდათ, გახდეთ მწერალი, დაწერეთ წიგნები, რას ელოდებით?ნებისმიერ საქმეს, თუ მართლა გინდათ, ნუ გადადებთ და იმოქმედეთ. "

7. გამოაწრთვეთ თქვენი სინდისი

"ვგულისხმობ ბავშურ სილაღეს, გულღიაობასა და წრფელ სინდისს, იყავით ბავშვებივით, რომლებიც გაოცებულები და აღტაცებულები არიან და სიამოვნებას იღებენ სამყაროს ყოველდღიური აღმოჩენით."

8. იპოვეთ ენთუზიაზმი

"თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ სამყაროს ჯადოსნურობა აღმოაჩინოთ, თქვენ უნდა გქონდეთ ამ სამყაროში ყოფნის მიზეზი, სწორედ ეს მოგცემთ ენთუზიაზმს."

9. დააფასეთ ყველაფერი

"როცა ჩემი პირველი წიგნი "ალქიმიკოსი" პოპულარული გახდა, მე 42 წლის ვიყავი, ეს შევაფასე, როგორც ცხოვრებისეული საჩუქარი, წარმატებამ არ უნდა გაგაგიჟოთ, პირიქით, უნდა გასწავლოთ პატივისცემა და დაფასება. "


10. ჩაწვდით ამოუცნობს

" როცა თქვენს ენერგიას გზავნით ატმოსფეროში, ეს ყველაფერი სამყაროს სულზე აისახება, მე ვფიქრობ, რომ შემთხვევითობა ვარსკვლავების ენაა, რაღაც რომ მოხდეს, უამრავი მოქმედებაა ამისთვის საჭირო, სამყაროში შედგება ატომებისგან და ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და თუ ასეა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს სამყაროზე აისახება, შეცდომების დაშვება პრობლემა არაა, ჩვენ ასე ვსწავლობთ, მაგრამ თქვენ უნდა გაწიოთ რისკი და იმდენად ჭკვიანი უნდა იყოთ, რომ ჩაწვდეთ ამოუცნობს.."

0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0