x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ქცევის მოდელი, რომლებიც ქუჩაში ადამიანს დამნაშავისთვის ადვილ მსხვერპლად აქცევს
image


დამნაშავეს მსხვერპლის ასარჩევად მხოლოდ 7 წამი სჭირდება. ამ დროში ადამიანის შესახებ წარმოდგენის შექმნას და რისკის შეფასებას ასწრებს. მოდით გავერკვიოთ, რით განსხვავდება ადამიანები, რომელთაც დამნაშავეები არასდროს გაეკარებიან, მათგან, ვისაც მსხვერპლად ირჩევენ.

1980-იან წლებში ჩატარდა კვლევა იმის გასაგებად, თუ როგორ ირჩევს დამნაშავე მსხვერპლს. ამერიკელი ფსიქოლოგები 3 დღის განმავლობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩას იღებდნენ. შემდეგ ვიდეოჩანაწერები ძალადობის მუხლით დამნაშავეებს აჩვენებს და მათ სთხოვეს 1-დან 10-მდე ქულით შეეფასებინათ, თუ ქუჩაში გამვლელს თავს რამდენად მარტივად დაესხმებოდნენ.

როგორც აღმოჩნდა, დამნაშავეები თავდასხმამდე ადამიანების არა ვერბალურ ნიშნებს კითხულობენ და ირჩევენ მას, ვის ადვილად დაჭერას და გაკონტროლებას შეძლებენ.


1.სწრაფი სიარული

image


ნაჩქარევი სიარული ნერვიული ადამიანის ნიშანია. ასეთი გამვლელი რაღაცით ანერვიულებულია და გარემო სამყაროს მიმართ უყურადღებოა, რაც მას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის. ქუჩაში უმჯობესია საშუალო სიჩქარით გადაადგილდეთ, ან ოდნავ ჩქარა. ეცადეთ, უფრო კონცენტრირებული და მშვიდი იყოთ.


2.მოკლე ნაბიჯები

image

ჩვეულებრივ, როცა ადამიანი ფრთხილობს, მოკლე ნაბიჯებს დგამს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი თავს კარგად არ გრძნობს ან ფეხის ტრავმა აქვს. ის დაუცველია და ზეწოლას ვერ გაუძლებს.


3.არაკოორდინირებული სიარული

image

გვერდიდან გვერდზე ქანაობა, ხტუნაობა და ბალანსი არ არსებობა სიარულის თავდაუჯერებელს ხდის. თქვენი ხელის და ფეხის მოძრაობა სინქრონირული, ხოლო სიარული თანაბარი უნდა იყოს.


4.გაყინული მოძრაობა

image

ნელი მოძრაობა, როგორიცაა ფლატუნით სიარული, აჩვენებს, რომ ადამიანის სასიცოცხლო ენერგია ნულის ტოლია. მასთან გამკლავება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან თავდამსხმელს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.


5.წელში მოხრილობა

image

დამნაშავეები წელში მოხრას დანებებად აღიქვამენ. მოღუნული ზურგი სუსტ ადამიანს გამოავლენს. სწორი ზურგი, გამართული მხრები და აწეული ნიკაპი კი დამნაშავეებს თქვენგან შორს დაჭერას აიძულებს.


6.დაკავებული ხელები

image

ჯიბის ქურდების თქმით, თავდასხმისთვის ადვილი მსხვერპლია ქალი, რომელსაც ხელები შესყიდული პროდუქციით აქვს დაკავებული, ან ტელეფონზე საუბრით არის გართული. სიარულის დროს ჯიბეში ხელის ჩაყოფის ჩვევა დამნაშავეს მცირე დროის უპირატესობას აძლევს. ხოლო თავდასხმის დროს პირველი წამები ყველაფერია.


7.მხედველობითი კონტაქტის არ არსებობა

image

დამნაშავისთვის მოულოდნელობის ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია. პოტენციური მსხვერპლი დამნაშავეს არ უნდა ხედავდეს. ასე რომ, თავის დაცვას შეძლებთ, თუ სიარულის დროს ადამიანებს თვალებში შეხედავთ და მისცეთ იმის ნიშანს, რომ თქვენ ის დაინახეთ.


8.ყურსასმენები

image

ადამიანი, რომელსაც გარედან ხმა არ ესმის, რეალობასთან კავშირს კარგავს. დამნაშავისთვის ზურგიდან თავდასხმა პრობლემას არ წარმოადგენს და შეუმჩნეველი რჩება. ეს რომ არ მოხდეს, უბრალოდ ყურსასმენის ხმა დაარეგულირეთ, რომ ქუჩის ხმაც გაიგონოთ.

კვლევის მიხედვით, დამნაშავის 2 ყველაზე დიდ შიშს წარმოადგენს - დაზიანების მიღების ალბათობა და დაჭერა. ისინი ზედმეტ ყურადღებას და ხმაურს ყველანაირად გაურბიან. და თავდაცვის დროს შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ადვილად ხელმისაწვდომი არ ვართ და თავის დაცვა შეგვიძლია.



ასევე დაგაინტერესებთ:

კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ


ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?


6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ


მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს


იდეები მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოთ


რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში?


100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ


11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
861
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
861
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0